მეგაშელზი
ბიოლოგიურად აქტიური დანამატი
შემადგენლობა:
თითოეული ფირფიტა შეიცავს:
ფორმულა A-ს 10 რბილ ჟელატინისებრ კაფსულას
ფორმულა B-ს 10 ტაბლეტს.
ფორმულა “A”: თითოეული რბილი ჟელატინიანის კაფსულა შეიცავს დაახლოებით: თევზის ლიპიდური ქონის (EPA – 10K% & DHA – 40 %) – 700 მგ. შეიცავს ეიკოზაპენტაენის მჟავას 70 მგ & დოკოზაჰექსაენის მჟავას – 280 მგ. ექსციპიენტები – ქ.ს.
სხვა ინგრედიენტები:
ცხოველური წარმოშობის ჟელატინი (კაფსულის გარსი), გლიცერინი, სორბიტოლი, ფუტკრის ცვილი, ჰიდროგენირებული მცენარეული ზეთი, სოიოს რაფინირებული ზეთი, კოლოიდური სილიკონის დიოქსიდი და კლასი II-ი კონსერვანტი. შეიცავს ნებადართულ სინთეტიკურ ფერებს.
ფორმულა “B”: თითოეული შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს დაახლოებით, ორგანული წყაროდან წარმოშობილ კალციუმის კარბონატს (ხამანწკის ნიჟარა) 1250 მგ, რომელიც ქვემოთ მოხსენიებულის ექვივალენტურია:
- ელემენტური კალციუმი – 500 მგ.
- მაგნიუმი (ელემენტარული) მაგნიუმის ოქსიდის სახით – 40 მგ.
- მანგანუმის (ელემენტარული) მანგანუმის სულფატის სახით – 1.8 მგ.
- თუთია (ელემენტარული) თუთიის სულფატის სახით – 7.5 მგ
- სპილენძი (ელემენტარული) სპილენძის სულფატის სახით – 1.0 მგ
- ბორი ნატრი ბორატის სახით – 250 მკგ.
- ვიტამინი D – 6.25 მკგ.
- ექსციპიენტები – ქ.ს.
ომეგა 3 – ცხიმოვანი მჟავები – ეიკოზაპენტაენის და დოკოზაჰექსაენის მჟავა არის ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჯავების ომეგა 3-ის მნიშვნელოვანი წარმომადგენელი. მრავალმა კლინიკურმა კვლევებმა გვიჩვენეს, რომ ომეგა 3-ს პოლიუჯერი ცხომოვანი მჟავები ითვლება მნიშვნელოვან კომპონენტად გულის ჯანსაღი კვებისათვის. ისინი დადებით გავლენას ახდენენ დაბალი სიმკვრივის ლიპო-პროტეინების შემცირებაზე, არეგულირებენ სისხლში ტრიგლიცერიდების და ქოლესტერინის შეფარდებას. პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები ომეგა-3 ამუხრუჭებენ თრომბის განვითარების პროცესს, ხელს უწყობენ იმუნური სტატუსის ამაღლებას, არეგულირებენ თავის ტვინში სისხლის მიმოქცევას ჰიპოქსიისა და დაბალი არტერიული წნევის დროს. მეგაშელზი შეიცავს ელემენტარული კალციუმის (ელემენტარული კალციუმის 40%) უმაღლეს რაოდენობას და ხასიათდება უკეთესი ტოლერანტობის ხარისხით.
თევზის ქონი: მისი სრულყოფილი შთანთქმა ხდება გასტროინტესტინალური ტრაქტიდან. იგი შეიცავს ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებს, ეიკოზაპენტაენის მჟავას (EPA) და დოკოზაჰექსაენის მჟავას (DHA). ომეგა-3 მჟავები წარმოადგენს განსაკუთრებით მნიშვნელოვან ცხიმოვან მჟავებს, რომლებიც საჭიროა ნორმალური ჯანმრთელობისა და ზრდისათვის, იგი თავის ტვინისა და თვალის ბადურის გარსის წამყვანი კომპონენტია. განვითარებად ნაყოფსა და ახალშობილებს ესაჭიროება ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების განსაკუთრებით მაღალი მოთხოვნილება. რეკომენდირებულია, რომ ორსულმა და ახალშობილის დედამ მიიღოს ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების სულ მცირე 2,6 გრ და DHA-ს 100-300 მგ. ყოველდღიურად, რათა იზრუნოს ნაყოფისა და მეძუძური ახალშობილის მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე. Oმეგა-3 ცხიმოვანი მჟავები შემდგომ ახანგრძლივებენ გესტაციის პერიოდს, ზრდის ახალშობილის წონას და იცავს ნაადრევი მშობიარობისაგან, იგი ასევე ხელს უწყობს ცნს-ის მომწიფებას, ვიზუალური ფუნქციების და ნაყოფის სრულყოფილ განვითარებას.
კალციუმი: კალციუმის კარბონატის სრულყოფილი შეწოვა ხდება გასტროინტესტინალური ტრაქტიდან, სადაც იგი მარილმჟავასთან ურთიერთქმედების შედეგად, გარდაიქმნება კალციუმის ქლორიდად. კალციუმის კარბონატი შთაინთქმება თავისუფალი კალციუმისა და ბიკარბონატის იონების სახით. შისხლის შრატში კალციუმის დაახლოებით ნახევარი 5-10% დაკავშირებულია პროტეინთან, რომელიც კომპლექსურად ჭარმოადგენს ნაწილობრივად მზა დიფუზურ ორგანულ მარილებს, და ნაწილი წარმოდგენილია თავისუფალი იონების სახით. კალციუმი წარმოადგენს ძირითად შემადგენელს, რომელიც აღმოჩენილია ადამიანის სხეულში მაგალითად ძვლებში, კბილებში და ა.შ.. ჩვეულებრივ, ადამიანის ორგანიზმი შეიცავს კალციუმის 1000 & 1300 მგ, რომელთა დაახლოებით 90% არის ძვლებში. კალციუმი განსაკუთრებით აუცილებელია ბევრი მნიშვნელოვანი ფიზიოლოგიური პროცესებისათვის ისეთი როგორიცაა: ძვლის ზრდა-განვითარება, ძვლოვანი სტრუქტურის ჩამოყალიბება, მემბრანის მთლიანობა, სისხლის მიმოქცევა და ა.შ.. ორგანიზმის მოთხოვნილება კალციუმის მიმართ იზრდება ორსულობის დროს.
ვიტამინი D3: მნიშვნელოვანია ოპტიმალური ჯანმრთელობისათვის. ვიტამინი D3-ს ერთ-ერთი უმთავრესი როლი არის კალციუმისა და ფოსფორის უტილიზაცია და მეტაბოლური პროცესის რეგულირება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, ვინაიდან ნაყოფის ძვლები ამ პერიოდის განმავლობაში სწრაფად ვითარდება, ხოლო ვიტამინი D3-ს ძირითად წყაროს კი დედა წარმოადგენს. აქედან გამომდინარე ვიტამინი D3-ს დამატება მნიშვნელოვანია ნაყოფის ძვლების სათანადო ფორმირებისა და განვითარებისათვის, ასევე დედის ჯანმრთელი სტატუსის შესანარჩუნებლად. ვიტამინი D3 –ის რეკომენდირებული დღიური ნებადართული დოზაა 400 IU.
მაგნიუმი: მაგნიუმის შეწოვადობა მერყეობს 35%-დან 45%-მდე. მაგნიუმის შთანთქმა ხდება წვრილი ნაწლავიდან, განსაკუთრებით მლივ ნაწლავში. აბსორბციის ხარისხი დამოკიდებულია ორგანიზმში არსებული მაგნიუმის რაოდენობაზე, კვების რაციონში შემავალ მაგნიუმის რაოდენობაზე. მაგნიუმი ჩართულია ძვლისა და მინერალების ჰომეოსტაზში და იგი ძალზე მნიშვნელოვანია ძვლოვანი კრისტალის ზრდისა და სტაბილიზაციისათვის. მაგნიუმი წარმოადგენს კო-ფაქტორს 300-ზე მეტ ფერმენტულ რეაქციაში და უმთავრეს როლს თამაშობს ძვლის ქსოვილის ზრდაში და ჰიდროქსიაპატიტის კრისტალიზაციაში.
მანგანუმი: მანგანუმის შეწოვა ხდება წვრილი ნაწლავიდან. მანგანუმი მიეწოდება შეკავშირებული სახით მაკროგლობულინს, ტრანსფერინსა და ტრანსმანგანინს. იგი წარმოადგენს რამოდენიმე ფერმენტის კოფაქტორს, და ხელს უწყობს ძვლის ფორმირებასა და პურუვატულ კონვერსიას.
თუთია: თუთია წარმოადგენს რამოდენიმე ფერმენტის კოფაქტორს. იგი აუცილებელია ნუკლეინის მჟავის, პროტეინის მეტაბოლიზმის, უჯრედული მემბრანის სინთეზისათვის. ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჭრილობების შეხორცებაში, იმუნური სისტემის აქტივაციაში, სასქესო ორგანოების ნორმალურ ფუნქციონირებაში.
სპილენძი: სპილენძის დაახლოებით 25-დან 60% ოდენობის შეწოვა ხდება წვრილი ნაწლავის საშუალებით. სპილენძი ძალიან მნიშვნელოვანია ჰემოგლობინის სინთეზისათვის. სპილენძის და პროტეინის კომპლექსი ცერულოპლაზმინი ხელს უწყობს რკინის გადატანას ჰემოგლობინის სინთეზისათვის. იგი წარმოადგენს ციტოქრომ ოქსიდაზას და დეჰიდროგენაზას კომპონენტს.
ბორი: იგი წარმოადგენს მნიშვნელოვან მიკროელემენტს, რომელიც მიიღება საკვებიდან, ისეთი როგორიცაა ნატრიუმის ბორატი. ბორი სწრაფად და თითქმის მთლიანად შთაინთქმება. ბორი თამაშობს მნიშვნელოვან როლს ჩონჩხის განვითარებისათვის და ასევე მას უმთავრესი როლი აქვს თავის ტვინის ნორმალური ფუნქციონირებისათვის.
დოზირება და გამოყენება: ფორმულა A-ს ერთი კაფსულა და ფორმულა B-ს ერთი ტაბლეტი ერთად დღეში ერთხელ ან ორჯერ. 1-3 წლამდე ომეგა 3 (EPA, DHA)-15 მგ/კგ, და ½ ტაბლეტი დღეში 3-6 წლამდე 1 კაფსულა დღეგამოშვებით, ½-1 ტაბლეტი დღეში 6-15 წლამდე 1 კაფსულა და 1 ტაბლეტი დღეში, 15 წლიდან 1-2 კაფსულა და 1 ტაბლეტი დღეში ორსულები და მეძუძურები დღეში 1-2 ტაბ და 1-2 კაფსულა მიიღება სადილის დროს ან სადილის შემდეგ. მიიღება ერთად ან ცალკე კაფსულა და ტაბლეტი.
შენახვა: შეინახეთ 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე. მოარიდეთ მზის პირდაპირ შუქს.
მიმოხილვები
მიმოხილვები ჯერ არ არის.