ჰერბოდენტი ნახშირი
კბილის პასტა 100 გ
მცენარეული კბილის პასტა პიტნის არომატით, რომელიც ადვილად აცილებს ნადებს, წმენდს და ათეთრებს თქვენს კბილებს!
შემადგენლობა:
ორგანული გააქტიურებული ბამბუკის ნახშირი (Activated Bamboo Charcoal)
ორგანული თაიმის ზეთი ( Thyme oil)
ორგანული მიხაკის ზეთი (Clove oil)
ორგანული ხორბლის ჩანასახის ზეთი (Wheat Germ Oil)
ორგანული კარდამონის ზეთი (Cardamom oil)
შემავსებლები: სორბიტოლი, სილიციუმის ნალექი, გლიცერინი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, პოლიეთილენგლიკოლი, ნატრიუმის ბენზოატი, ნატრიუმის საქარინი, ნატრიუმის კარბოქსიმეთილცელულოზა, წყალი.
გააქტიურებული ბამბუკის ნახშირი (Activated Bamboo Charcoal) – ეფექტურად ათეთრებს კბილებს, ასუფთავებს ნადებისაგან და ანიჭებს განსაკუთრებულ სითეთრესა და ბრწყინვალებას. ნახშირი აძლიერებს ღრძილებს, ებრძვის ქვების წარმოქმნას.
თაიმის ზეთი ( Thyme oil) – გააჩნია ძლიერი ანტიბაქტერიული და ანტიმიკოზური თვისებები.
მიხაკის ზეთი (Clove oil) – წარმოადგენს მცენარის კონცენტრირებულ ექსტრაქტს, იგი შეიცავს აქტიურ კომპონენტს ევგენოლს, რომელიც ბუნებრივი ანესთეტიკია, შესაბამისად, ამცირებს კბილის ტკივილს. ევგენოლს ასევე გააჩნია ბუნებრივი ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება, ამცირებს შეშუპებას და ამშვიდებს გაღიზიანბულ ლორწოვანს პირის ღრუში.
ხორბლის ჩანასახის ზეთი (Wheat Germ Oil) – შეიცავს მცენარეულ ცილებს, მაგნიუმს, თუთიას, თიამინს, ფოლის მჟავას, კალიუმს, ფოსფორს, ვიტამინ E -ს, ზრდის ადგილობრივ იმუნიტეტს პირის ღრუში და ხელს უწყობს ღრძილების ჯანმრთელობას.
კარდამონის ზეთი (Cardamom oil) – მისი აქტიური კომპონენტია ცინეოლი, რომელსაც გააჩნია ძლიერი ანტისეპტიური და ანთებისსაწინააღმდეგო თვისებები. ცინეოლი კლავს უსიამოვნო სუნის გამომწვევ ბაქტერიებს პირის ღრუში, ასუფთავებს კბილებს და ხელს უშლის კარიესის განვითარებას.
მოხმარების წესი:
კბილის ჯაგრისზე წაუსვით მცირე რაოდენობით კბილის პასტა. გაიხეხეთ კბილები 2 წუთის განმავლობაში, შემდეგ ჩამოიბანეთ პირი წყლით.
შენახვის პრობები:
არ შეინახოთ მაცივარში. შეინახეთ გრილ ადგილას.
გამოშვების ფორმა: N1 ტუბი 100 გ
გაცემის წესი: გაიცემა რეცეპტის გარეშე
დამზადებულია შპს გლობალ ცბს -თვის კომპანია: DR. JAIKARAN LLP მიერ.
მიმოხილვები
მიმოხილვები ჯერ არ არის.