თიროკომბი
ბიოლოგიურად აქტიური დანამატი
(კაფსულები #30)
თიროკომბში შემავალი მცენარეებისა და მიკროელემენტების სრულყოფილი კომპლექსი ხელს უწყობს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის ნორმალიზაციას და აუმჯობესებს მეტაბოლიზმს. მისი რეგულარული გამოყენება უზრუნველყოფს მთელ რიგ სარგებელს, მათ შორის ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ოპტიმალურ პროდუქციასა და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის გაუმჯობესებას. ის აგრეთვე დადებით გავლენას ახდენს თირკმელზედა ჯირკვლებზე, რომელთა ფუნქციაც ხშირად ქვეითდება ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებასთან ერთად.
შემადგენლობა
2 კაფსულა შეიცავს:
L-თიროზინი – 150 მგ*
აშვაგანდა (რანეტის ფესვი – მცენარის ფხვნილი) – 100 მგ*
ლიმონურა (შიზანდრა – მცენარის ფხვნილი) – 120 მგ*
მაგნიუმი (ოქსიდი) – 100 მკგ 24 %
იოდი (ლამინარია) – 75 მკგ 50 %
ვიტამინი B12 (ციანკობალამინი) – 50 მკგ 2083,5%
თუთია (ოქსიდი) – 4 მგ 36,5%
სელენი (ამინომჟავასთან ხელატი) 100 მკგ 182%
სპილენძი (ოქსიდი) 0,1 მგ 11%
მანგანუმი (ამინომჟავასთან ხელატი) 1 მგ 43,5%
*დღიური დოზა არ არის დადგენილი
დამატებითი ინფორმაცია
L-თიროზინი
L-თიროზინი ხელს უწყობს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციას, ზრდის ტრიიოდთირონინისა (T3) და თიროქსინის (T4) დონეს, რაც დადებითად მოქმედებს ენერგიის რაოდენობაზე, სხეულის მასის კლებაზე, განწყობაზე, კანის ჯანმრთელობასა და დეპრესიაზე.
აშვაგანდა (რანეტი)
აშვაგანდა წარმოადგენს პოპულარულ ადაპტოგენურ მცენარეს აიურვედულ მედიცინაში (ინდური ტრადიციული მედიცინა), რომელიც წარმოუდგენელ შედეგებს იძლევა კორტიზოლის (სტრესის ჰორმონის) დონის დაქვეითებასა და ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ბალანსირებაში ტრიიოდთირონინისა (T3) და თიროქსინის (T4) სეკრეციის გაძლიერებით.
დადასტურებულია, რომ აშვაგანდა ხელს უწყობს თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციას და გვეხმარება ქრონიკულ სტრესთან ბრძოლის უნარის გაძლიერებაში.
შიზანდრა (ლიმონურა)
შიზანდრა უზრუნველყოფს ძლიერ ანტიოქსიდაციურ დაცვას თავისუფალი რადიკალებისა და გარემოს სხვა ტოქსინებისგან, რაც უჯრედულ დაზიანებას იწვევს. შიზანდრა „ასუფთავებს“ ფარისებრ ჯირკვალს და აღადგენს მის ნორმალურ ფუნქციას.
მაგნიუმი ორგანიზმში მეტად მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ის აუცილებელია 300 ფერმენტის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. აუცილებელია გლუკოზის, ამინომჟავების, ცხიმების ცვლაში და საკვები ნივთიერებების ტრანსპორტირებაში. აგრეთვე ენერგიის გამომუშავებისთვის. მაგნიუმი არეგულირებს კუნთოვან მოქმედებას, აქვეითებს ქოლესტერინის დონეს. უზრუნველყოფს ორგანიზმის გაწმენდას ზოგიერთი ტოქსიკური ნივთიერებებისგან. მონაწილეობს ძვლების ფორმირებაში და ზრდის ძვლის ქსოვილის მინერალურ სიმკვრივეს. მონაწილეობს თირკმელებში D ვიტამინის გააქტიურებაში. მონაწილეობს სისხლში შაქრის დონის რეგულირებაში, აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი.
იოდი
იოდი წარმოადგენს ფარისებრი ჯირკვლის ფუნდამენტური ჰორმონების ტრიიოდთირონინისა (T3) და თიროქსინის (T4) სტრუქტურულ ელემენტს (საშენ მასალას)
ვიტამინი B12
ციანკობალამინი აუცილებელია ცხიმოვანი მჟავების მეტაბოლიზმისთვის, ხელს უწყობს უჯრედების მიერ ჟანგბადის მოხმარების ზრდას მწვავე და ქრონიკული ჰიპოქსიის დროს. ვიტამინი B12 მონაწილეობს ტრანსმეთილირების და წყალბადის გადატანის პროცესებში, ააქტიურებს მეთიონინის სინთეზს. ხელს უწყობს ორგანიზმში პროტეინის სინთეზს და აქვს ანაბოლური ეფექტი. ლეიკოციტების ფაგოციტური აქტივობის გაზრდით და რეტიკულოენდოთელიალური სისტემის აქტივობის გააქტიურებით, ციანოკობალამინი აძლიერებს იმუნიტეტს.
თუთია
მონაწილეობს ბუნებრივ დამცავ მექანიზმებში და აფერხებს თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას, აქტიურად მონაწილეობს სქესობრივი მომწიფების პროცესში, ეხმარება ორგანიზმს სხვადასხვა ვირუსისა და ინეფექციისაგან დაცვაში, აუმჯობესებს კანის ფერს, ამკვირებს ფრჩხილებს, ბზინვარებას ჰმატებს თმებს, ხელს უშლის აკნეს წარმოქმნას, ამსუბუქებს კუჭქვეშა ჯირკვლის მოქმედებას, თუთიას ნორმაში მოჰყავს შაქრის დონე სისხლში, უზრუნველყოფს ორგანიზმის ანტიოქსიდანტურ დაცვას.
სელენი
სელენი ფარისებრი ჯირკვლის შემადგენლობაში უფრო კონცენტრირებულია სხვა ორგანოებთან შედარებით. ის წარმოადგენს ანტიოქსიდანტს, რომელიც იცავს ფარისებრ ჯირკვალს და ამავდროულად წარმოადგენს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების პროდუქციის სტრუქტურულ ელემენტს.
სპილენძი
არეგულირებს სისხლის წნევას და დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე.
მანგანუმი
მანგანუმი გავლენას ახდენს ზრდაზე, სისხლის ფორმირებაზე და სასქესო ჯირკვლის ფუნქციაზე.
გამოყენების წესი და დოზირება: მიიღეთ 1-2 კაფსულა 2 ჯერ დღეში საკვებთან ერთად, ან ექიმის დანიშნულების მიხედვით.
გამოშვების ფორმა: კაფსულები #30
შენახვის პირობები: შეინახეთ მშრალ, სინათლისგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას არაუმეტეს 25 °C ტემპერატურაზე.
შენახვის ვადა: მითითებულია შეფუთვასა და ბლისტერზე.
აფთიაქიდან გაცემის პირობა: გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი კომპანია: შპს გლობალ ცბს -თვის ჰონორ ილაჩ, თურქეთი (Honor İlaç Sanayi ve Tic. Ltd. Şti) მიერ.