ბორო პლიუსი კანის მოვლის კრემი – ჰერბალი
გამონაყარის სამკურნალო მაღალეფექტური ნატურალური საშუალება
ბორო პლუსი- უნივერსალური კოსმეტიკური საშუალებაა, რომელიც განკუთვნილია პრობლემური კანის მოსავლელად. კრემი შედგება მხოლოდ ნატურალური მცენარეული ანტიბაქტერიული ინგრედიენტებისაგან, რომლებსაც გააჩნია მრავალი სამკურნალო და კოსმეტიკური თვისებები.
გამოხატული ანტისეპტიკური თვისებების გამო ბორო პლუსი სწრაფად ალაგებს გამონაყარს და ახორცებს წყლულებს. იგი კანის ღრმა შრეებში ანადგურებს ბაქტერიებს, ალაგებს ანთებას, წმენდს კანს და აღადგენს ჯანმრთელი კანის საფარველს (აკნე, ჩირქოვანი გამონაყარი). აუმჯობესებს კანის მეტაბოლიზმს, არეგულირებს ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობას.
განკუთვნილია ყოველდღიური გამოყენებისათვის როგორც საპროფილაქტიკო და სამკურნალო გამწმენდი საშუალება. ეფექტურია გაღიზიანებული კანის დროს, გაპარსვის შემდგომ. ასევე ტუჩებზე ნახეთქების და სიმშრალის დროს. ბავშვებისთვის კანის გაღიზიანების და გამონაყარის დროს.
მოქმედება:
გააჩნია გამოხატული ანტიბაქტერიული, ანტიმიკრობული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. ნაჩვენებია ანთებითი და ჩირქოვანი პროცესების დროს. ხსნის ქავილს, წვას და კანის გაღიზიანებას მწერების ნაკბენის დროს. ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას, ეფექტურია დამწვრობისას, ასევე გამოყელვის და იმპეტიგოს დროს.
კრემის შემადგენლობაში შემავალი ალოე, ნიმი და სხვა ძვირფასი ინგრედიენტები კვებავს კანს აუცილებელი ნივთიერებებით, ვიტამინებით და მინერალებით. ეფექტურად კვებავს, ატენიანებს მშრალ კანს. აქრობს ოფლის სუნს, ათანაბრებს კანის ფერს და აქრობს გამონაყარის შემდგომ დეფექტებს. კანი ხდება ელასტიური და ახალგაზრდა.
ჩვენება:
• კანის ქრონიკული დაავადებები
• გაღიზიანება, მშრალი ეგზემა
• აკნე, ფურუნკულოზი, გამონაყარი
• ნაკაწრები, მოყინვა, მწერების ნაკბენები
• გამოყელვა, ანთებითი პროცესები ჩვილ ბავშვებში, საფენისმიერი დერმატიტი.
• პოსტოპერაციული შრამები
უკუჩვენება:
• ინგრედიენტების ინდივიდულაური აუტანლობა
• მიდრეკილება ალერგიული რეაქციებისადმი
გამოყენება: დაიტანება დაზიანებულ კანზე დღეში ორჯერ, სრულ გაჯანსაღებამდე. კანის ქრონიკული დაავადებების დროს დღეში სამჯერ. ძუძუთი კვების დროს მიკრონახეთქების შემთხვევაში აუცილებელია ბავშვის კვებამდე კრემის მოცილება
Reviews
There are no reviews yet.