სელბიცინკი პლიუსი. (Selbizinc)

N30 კაფსულა

სელბიცინკი  –  ანტიოქსიდანტების უნივერსალური ნაკრები

დღედღეობით ოქსიდაციური სტრესი აქტუალური პრობლემაა თანამედროვე სამყაროში, რადგან იგი ასოცირებულია უჯრედების, ქსოვილებისა და ორგანოების დაზიანებასთან, დაბალ იმუნიტეტთან, ქრონიკულ დაავადებებთან, ნაადრევ დაბერებასთან.

რა არის ოქსიდაციური სტრესი?

ოქსიდაციური სტრესი ანტიოქსიდანტებსა და თავისუფალ რადიკალებს შორის  ბალანსის დარღვევაა.

თავისუფალი რადიკალები ჟანგბადშემცველი ნაწილაკები, ატომები, ან მოლეკულებია, რომლებსაც ერთი ან მეტი დაუწყვილებელი ელექტრონი აქვთ გარე გარსში. თავისუფალი რადიკალები ცდილობენ დაიბრუნონ, ან გასცენ ე.წ. „ზედმეტი“ ელექტრონები, ამ პროცესში ისინი აგრესიულად იქცევიან, თავს ესხმიან უჯრედის მემბრანის მოლეკულებს და აგრესიულად ართმევენ ელექტრონებს. ამ პროცესს ოქსიდაციას, ან ჟანგვას ვუწოდებთ. თავისუფალი რადიკალები განუწყვეტლივ წარმოიქმნება ორგანიზმში მიმდინარე ქიმიური რეაქციების შედეგად, თუმცა მათი რაოდენობა მკვეთრად იზრდება არახელსაყრელი გარემო ფაქტორების ზემოქმედების შედეგადაც, როგორიცაა: დაბინძურებული ჰაერი, მავნე საკვები, კონსერვანტები, ქიმიური გამხსნელები, სასუქები, რადიაქტიული და ელექტრომაგნიტური გამოსხივება, ჭარბი ულტრაიისფერი დასხივება, მოწევა, ალკოჰოლი. 

თავისუფალი რადიკალები, ართმევენ რა ელექტრონებს ჯანმრთელი უჯრედების მოლეკულებს, მათაც გარდაქმნიან თავისუფალ რადიკალებად და ვითარდება ჯაჭვური რეაქცია, შედეგად, თავისუფალი რადიკალების რაოდენობა მკვეთრად აჭარბებს ანტიოქსიდანტების რაოდენობას – ვითარდება ოქსიდაციური სტრესი.

ანტიოქსიდანტები – ეს არის ნივთიერებები, რომლებიც ანეიტრალებენ თავისუფალ რადიკალებს. შეიძლება ითქვას, რომ ანტიოქსიდანტები ჩვენი ორგანიზმის ეკოლოგიური მცველები არიან. 

სელბიცინკი პლიუსი სწორედ რომ მძლავრი ანტიოქსიდანტების უნივერსალური კომბინაციაა.

შემადგენლობა:

სელენი100 მკგ
თუთია15 მგ
ბეტა კაროტინი7,5 მგ

სელენი შეუცვლელი მიკროელემენტია ადამიანის ორგანიზმისათვის. ორგანიზმში მისი რაოდენობა დაახლოებით 14 მგ-ს შეადგენს. სელენი იმყოფება უჯრედების ბირთვის შემადგენლობაში. მამაკაცებში სელენის 50% – ს  შეიცავს სათესლე ჯირკვლები. სელენის დეფიციტი შეიძლება გამოიწვიოს საკვები პროდუქტების დამუშავებამ, სელენს ორგანიზმი ფაქტიურად ვერ შეითვისებს შაქართან ერთად, ასე რომ, საკვებ რაციონში ბევრი ტკბილეულის არსებობა შეიძლება გახდეს სელენის დეფიციტის მიზეზი.

სადღეღამისო მოთხოვნილება სელენზე შეადგენს 30-100მკგ-ს.

სელენის ეფექტები :

  • სელენი მძლავრი ანტიოქსიდანტია;
  • სელენი ამცირებს ონკოლოგიური დაავადებების განვითარების რისკს;
  • სელენი აუმჯობესებს ფარისებური ჯირკვლის ფუნქციას;
  • სელენი აძლიერებს იმუნურ სისტემას;
  • სელენი უზრუნველყოფს მამაკაცის რეპროდუქციულ ჯანმრთელობას;
  • სელენი ამცირებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების განვითარების რისკს, მონაწილეობს კოენზიმ Q10 – ის სინთეზში;
  • სელენი აუცილებელია მხედველობის ფუნქციის შენარჩუნებისათვის;

თუთია ადამინის ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესი ელემენტია, ყველაზე მაღალი კონცენტრაციითაა კუნთებში (60%) და ძვლებში (30%). თუთია რკინის შემდეგ ყველაზე გავრცელებული ელემენტია ადამიანის ორგანიზმში, მისი შემცველობა 2-3 გრამია. 

თუთიის როლი ორგანიზმში:

  • თუთია აძლიერებს იმუნიტეტს;
  • თუთია აუმჯობესებს კანის სტრუქტურას კოლაგენის გამომუშავების სტიმულირების ხარჯზე;
  • თუთია აუცილებელი მიკროელემნტია მხედველობის ნორმალური ფუნქციის შენარჩუნებისათვის;
  • თუთია ხელს უწყობს გლუკოზის ნორმალური დონის შემცველობას სისხლში;
  • თუთია შეუცვლელი მიკროელემენტია ქალისა და მამაკაცის რეპროდუქციული ჯანმრთელობისათვის: მამაკაცებში თუთია ხელს უწყობს სასქესო ორგანოების ნორმალურ მომწიფებას და სპერმის ადექვატურ გამოყოფას, თუთიის დეფიციტი იწვევს ტესტოსტერონის შემცირებას და ერექციულ დისფუნქციას. ქალებში თუთიის დეფიციტი იწვევს სქესობრივი მომწიფების შეფერხებას, ვინაიდან თუთია მონაწილეობას ღებულობს ესტროგენების სინთეზში.

ბეტა კაროტინი A ვიტამინის წინამორბედია, ძლიერი ანტიოქსიდანტია, აძლიერებს იმუნიტეტს, დადებითად მოქმედებს მხედველობის ფუნქციაზე, ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას, იცავს კანს მზის ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებისაგან;

სელბიცინკი პლიუსის გამოყენება:

  • ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები – ჰიპოთირეოზი და აუტოიმუნური თირეოიდიტი;
  • რეპროდუქციული სისტემის დისფუნქცია, უნაყოფობა;
  • დერმატიტი, თმისა და ფრჩხილების დაზიანება;
  • ოფთალმოპათიები: მხედველობის სიმახვილის დაქვეითება, მაკულოდისტროფია, ნიკტალოპია;
  • ონკოლოგიური დაავადებების პრევენცია;
  • გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების პრევენცია;
  • იმუნური სისტემის გასაძლიერებლად;

გამოიყენება 1 ან 2 კაფსულა დღეში.

      დამზადებულია გლობალ ცბს თვის Erbozeta S.p.A. მიერ

      shop.cbs.ge

სადღეღამისო მოთხოვნილება სელენზე შეადგენს 30-100მკგ-ს.

სადღეღამისო მოთხოვნილება სელენზე შეადგენს 30-100მკგ-ს.

Post Article

LipoGlu

September 20, 2024