ძილის დარღვევა (ინსომნია)
ძილის დარღვევა საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა, რომელიც აწუხებს ზრდასრული ადამიანების დაახლოებით 30%-ს. ქრონიკული უძილობა კი, რომელიც ვლინდება ძილის დარღვევით მინიმუმ კვირაში 3 -ჯერ სამი თვის, ან მეტი ხნის განმავლობაში, აწუხებს ადამიანების 10 % – ს.
ძილის დარღვევა სიმპტომების კომპლექსია, რომელიც ხასიათდება ჩაძინების გაძნელებით, ღამე გამოღვიძების ეპიზოდებით, მოუსვენარი, მშფოთვარე ძილით, დაღლილობის შეგრძნებით გაღვიძებისას.
საშუალოდ, მოზრდილი ადამიანის ძილის ხანგრძლივობა 7-9 სთ-ს შეადგენს, თუმცა ეს ციფრი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ადამიანის ფიზიოლოგიურ ბიოლოგიურ რიტმზე.
ძილის დარღვევის პათოგენეზი დაკავშირებულია ცირკადული რიტმის დარღვევასთან. ადამიანის ცირკადული რიტმი ძილ-ღვიძილის მონაცვლეობის ტიპია დღე-ღამის განმავლობაში. ცირკადული რიტმები რეგულირდება თავის ტვინის ჰიპოთალამუსში, კერძოდ სუპრაქიაზმატურ ბირთვში. მელატონინი კი მთავარი ჰორმონია, რომელიც უნიშვნელოვანესია ჯანსაღი ძილისთვის. იგი გამომუშავდება ეპიფიზში და წარმოადგენს სეროტონინის შუალედურ მეტაბოლიტს. მელატონინის სინთეზი ძლიერდება სიბნელეში, ხოლო დღის სინათლე, ხელოვნური განათების სხვადასხვა წყარო, ხელს უშლის მელატონინის გამომუშავებას, მელატონინის დეფიციტი კი განაპირობებს ჩაძინების პრობლემებს.
ძილის დარღვევის გავრცელებული სიმპტომებია:
ძილის დარღვევა აუარესებს ცხოვრების ხარისხს, ამცირებს ყურადღების კონცენტრაციას, ზრდის ისეთი დაავადებების რისკს, როგორიცაა ინსულტი, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები და დიაბეტი. ქრონიკული უძილობა ზრდის ფსიქიკური დაავადებების რისკს.
საკვანძო სიტყვები: ძილის დარღვევა, მელატონინი, ჯანმრთელი ძილი.
ტრიპტოსედი – უნივერსალური კომბინაცია თქვენი ჯანმრთელი ძილისთვის!
N30 კაფსულა
მელატონინი 1 მგ
ვალერიანის ექსტრაქტი 125 მგ
L-ტრიფტოფანი 125 მგ
მელისას ექსტრაქტი 50 მგ
მაგნიუმი 35 მგ
ვიტამინი 3 (ნიაცინი) 27 მგ
ვიტამინი B6 (პიროდიქსინი) 1.5 მგ
მელტონინი -არეგულირებს ცირკადულ რიტმს, აუმჯობესებს ძილის ხარისხს: აჩქარებს ჩაძინების პროცესს და უზრუნველყოფს ჯანსაღ გაღვიძებას, აუმჯობესებს გუნება-განწყობას;
ვალერიანის ექსტრაქტი – შეიცავს ეთერზეთებს, ვალეპოტრიატებს და ალკალოიდებს, რომლებიც განაპირობებენ მის ზომიერ სედაციურ და სპაზმოლიზურ ეფექტს;
L – ტრიფტოფანი – შეუცვლელი ამინომჟავაა, რომელიც არ სინთეზირდება ორგანიზმში და მისი მიღება ხდება გარედან, ცილოვან საკვებ პროდუქტებთან ერთად. მისი დაახლოებით 20% გარდაიქმნება სეროტონინად, დანარჩენი 80% კი მელატონინად. შესაბამისად L-ტრიფტოფანი კარგად ხსნის შფოთვას, გაღიზიანებადობას, აუმჯობესებს გუნება-განწყობას, აადვილებს ჩაძინების პროცესს და აუმჯობესებს ძილის ხარისხს;
მელისას ექსტრაქტი – ავლენს დამამშვიდებელ, სპაზმოლიზურ და ანტიდეპრესიულ ეფექტს;
მაგნიუმი უჯრედისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მიკროელემენტია. მაგნიუმის იონები ამცირებენ ნეირონების აგზნებადობას, ანელებენ ნერვ-კუნთოვან გადაცემას, აკონტროლებენ ამგზნები ნეირომედიატორების რაოდენობას, უზრუნველყოფენ ვაზოდილატაციურ ეფექტს;
ვიტამინი B3 და ვიტამინი B6 – მონაწილეობენ ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების მეტაოლიზმში, დადებითად მოქმედებენ ნერვული და გულ-სისხლძარღვთა სისტემების მუშაობაზე.
ტრიპტოსედის მიღების წესი: 1 ან 2 კაფსულა საღამოს ძილის წინ.