გამოყენების ინსტრუქცია
კატრექსინი
მაქსიმალურად ძლიერი იმუნიტეტი
1000 მგ ზვიგენის ღვიძლის ქონი *
განმარტება:
კატრექსინი-არის საკვები დანამატი FLOW CAPS ™ კაფსულების ფორმით, რომელიც შეიცავს ზუსტად შერჩეული ინგრედიენტების კომპოზიციას თხევადი ფორმით: მაღალი ხარისხის ზვიგენის ღვიძლის ქონს და A, E, D ვიტამინებს, მაღალ ადსორბირებად თუთიას ხელატირებულ ამინომჟავასთან Albion® ( თუთიის ბისგლიცინატი) და ნივრის ექსტრაქტს სტანდარტიზებულს ალიცინისა და ალინის შემცველობით. მაღალი ხარისხის სტანდარტიზებული ზვიგენის ღვიძლის ქონი შეიცავს 20% ალკიგლიცეროლსა და სქვალენს. ეს შენაერთები მიეკუთვნება ლიპიდების ჯგუფს, რომელიც ბუნებრივად არსებობს ადამიანის ორგანიზმში-უმაღლესი კონცენტრაციით ძვლის ტვინსა და კანში. პროდუქტში შემავალი A და D ვიტამინები, ისევე, როგორც თუთია და ნივრის ექსტრაქტი დადებით გავლენას ახდენენ იმუნური სისტემის სწორ ფუნქციონირებაზე. ნივრის ექსტრაქტზე დამატებითმა კვლევებმა ცხადჰყო, რომ ის ხელს უწყობს გასტროინტენსტინული ტრაქტის დადებითი ბაქტერიული ბალანსის შენარჩუნებას და იცავს მას მავნე მიკროორგანიზმებისაგან (ბაქტერია,სოკო). ასევე ხელს უწყობს გულ სისხლძარღვთა სისტემის სწორ ფუნქციონირებას; უზრუნველყოფს ქოლესტერინისა და ლიპიდების ნორმალური დონის შენარჩუნებას სისხლში. ვიტამინი D ხელს უწყობს ჯანსაღი ძვლებისა და კბილების შენარჩუნებას, უზრუნველყოფს კალციუმისა და ფოსფორის აბსორბციას, ხელს უწყობს კალციუმის დონის შენარჩუნებას სისხლში, მონაწილეობს უჯრედების გაყოფაში. ვიტამინი A თამაშობს მნიშვნელოვან როლს უჯრედების სპეციალიზაციაში. ვიტამინი E და თუთია იცავს უჯრედებს ოქსიდაციური სტრესისგან.
კატრექსინი თხევადი კაფსულების ფორმით, წარმოებულია ინოვაციური ტექნოლოგიით Flow Caps Liquid Technology®, რომელიც უზრუნველყოფს მის სწრაფად შეწოვას ორგანიზმში, ასევე ხელს უწყობს კომპონენტების მაღალი ხარისხის შენარჩუნებას და ახდენს აქტიური სუბსტანციების დაჟანგვის პრევენციას.
შემადგენლობა:
კვებითი ინფორმაცია | 2 კაფსულა |
ზვიგენის ღვიძლის ქონი: | 1000 მგ |
ალკიგლიცეროლი | 200 მგ |
სქვალენი | 20 მგ |
ნივრის ექსტრაქტი : | 20 მგ |
ალიცინი | 0,4 მგ |
ალინი | 0,7 მგ |
თუთია (Albion®ხელატირებული ამინომჟავასთან) | 10 მგ (100%**) |
ვიტამინი D | 5 µგ (100%**) |
ვიტამინი A | 400 µგ (50%**) |
ვიტამინი E | 6 მგ (50%**) |
*% NRVs*- ნივთიერების საკვები ღირებულება
ბიოლოგიურად აქტიური დანამატი
ინგრედიენტები:
ზვიგენის ღვიძლის ქონი, გრანულების ინგრედიენტები-შემავსებელი-მიკროკრისტალური ცელულოზა, თუთიის ბისგლიცინატი (Albion® თუთია ხელატირებული ამინომჟავასთან), ნივრის ექსტრაქტი, DL -ალფა ტოკოფერილ აცეტატი-ვიტამინი E, რეტინილ პალმიტატი-ვიტამინი A, ანტიოქსიდანტი-ტოკოფეროლების ნარევი, ქოლეკალციფეროლი-ვიტამინი D, კაფსულა-ჟელატინი.
მიზანი:
პროდუქტი განკუთვნილია: ზრდასრულთათვის და მოზარდთათვის, როგორც საკვები დანამატი, იმუნური სისტემის ბუნებრივი დამხმარე საშუალება, განსაკუთრებით დაქვეითებული იმუნიტეტის დროს (შემოდგომა,ზამთარი, გაზაფხული).
რეკომენდაცია გამოყენებისათვის:
2 კაფსულა დღეში საკმაო რაოდენობის წყალთან ერთად.
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.
საკვები დანამატი არ არის განკუთვნილი მრავალფეროვანი და ბალანსირებული დიეტის ჩასანაცვლებლად. რეკომენდებულია მრავალფეროვანი და ბალანსირებული დიეტა და ჯანსაღი ცხოვრების
მიმოხილვები
მიმოხილვები ჯერ არ არის.