ბორო პლიუსი ანტისეპტიკური კრემი – ჰერბალი 50 მლ
აფთიაქის შეძენის პირობები: გაიცემა რეცეპტის გარეშე.
წარმოების ფორმა: კრემი
პაკეტი: № 1
დოზა: 50 მლ
მომხმარებლის ჯგუფი: მამაკაცი, ქალი, ბავშვი
გამონაყარის სამკურნალო მაღალეფექტური ნატურალური საშუალება
ბორო პლუსი- უნივერსალური კოსმეტიკური საშუალებაა, რომელიც განკუთვნილია პრობლემური კანის მოსავლელად. კრემი შედგება მხოლოდ ნატურალური მცენარეული ანტიბაქტერიული ინგრედიენტებისაგან, რომლებსაც გააჩნია მრავალი სამკურნალო და კოსმეტიკური თვისებები.
გამოხატული ანტისეპტიკური თვისებების გამო ბორო პლუსი სწრაფად ალაგებს გამონაყარს და ახორცებს წყლულებს. იგი კანის ღრმა შრეებში ანადგურებს ბაქტერიებს, ალაგებს ანთებას, წმენდს კანს და აღადგენს ჯანმრთელი კანის საფარველს (აკნე, ჩირქოვანი გამონაყარი). აუმჯობესებს კანის მეტაბოლიზმს, არეგულირებს ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობას.
განკუთვნილია ყოველდღიური გამოყენებისათვის როგორც საპროფილაქტიკო და სამკურნალო გამწმენდი საშუალება. ეფექტურია გაღიზიანებული კანის დროს, გაპარსვის შემდგომ. ასევე ტუჩებზე ნახეთქების და სიმშრალის დროს. ბავშვებისთვის კანის გაღიზიანების და გამონაყარის დროს.
მოქმედება:
გააჩნია გამოხატული ანტიბაქტერიული, ანტიმიკრობული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. ნაჩვენებია ანთებითი და ჩირქოვანი პროცესების დროს. ხსნის ქავილს, წვას და კანის გაღიზიანებას მწერების ნაკბენის დროს. ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას, ეფექტურია დამწვრობისას, ასევე გამოყელვის და იმპეტიგოს დროს.
კრემის შემადგენლობაში შემავალი ალოე, ნიმი და სხვა ძვირფასი ინგრედიენტები კვებავს კანს აუცილებელი ნივთიერებებით, ვიტამინებით და მინერალებით. ეფექტურად კვებავს, ატენიანებს მშრალ კანს. აქრობს ოფლის სუნს, ათანაბრებს კანის ფერს და აქრობს გამონაყარის შემდგომ დეფექტებს. კანი ხდება ელასტიური და ახალგაზრდა.
ჩვენება:
- კანის ქრონიკული დაავადებები
- გაღიზიანება, მშრალი ეგზემა
- აკნე, ფურუნკულოზი, გამონაყარი
- ნაკაწრები, მოყინვა, მწერების ნაკბენები
- გამოყელვა, ანთებითი პროცესები ჩვილ ბავშვებში, საფენისმიერი დერმატიტი.
- პოსტოპერაციული შრამები
უკუჩვენება:
- ინგრედიენტების ინდივიდულაური აუტანლობა
- მიდრეკილება ალერგიული რეაქციებისადმი
გამოყენება: დაიტანება დაზიანებულ კანზე დღეში ორჯერ, სრულ გაჯანსაღებამდე. კანის ქრონიკული დაავადებების დროს დღეში სამჯერ. ძუძუთი კვების დროს მიკრონახეთქების შემთხვევაში აუცილებელია ბავშვის კვებამდე კრემის მოცილება
ბორო პლიუსი პანთენოლი 35 მლ
აფთიაქის შეძენის პირობები: III ჯგუფი. გაიცემა რეცეპტის გარეშე
წარმოების ფორმა: კრემი
პაკეტი: № 1
დოზა: 35 მლ
მომხმარებლის ჯგუფი: მამაკაცი, ქალი, ბავშვი
სამმაგი მოქმედების კრემი
კანის რეგენერაციის სტიმულაციის კომპლექსური პროდუქტი
შემადგენლობა:
პანთენოლი, თუთიის ოქსიდი, ქლორჰექსიდინი, ბაზილიკი, ალოე ვერა, გვირილა, კალენდულა,
აზიური ცენტელა
გამოშვების ფორმა:
ადგილობრივი გამოყენების კრემი
ინგრედიენტის თვისებები:
ბორო პლიუსი პანთენოლი სამმაგი მოქმედების კრემი – ეს არის კომპლექსური პროდუქტი, რომელიც უზრუნველყოფს კანის რეგენერაციას, ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო და დერმატოპროტექტორული მოქმედება. პანთენოლის საფუძველზე შექმნილი კრემი, კანის უჯრედების რეგენერაციის ეფექტური სტიმულატორია, იგი გამდიდრებულია ბუნებრივი ინგრედიენტების სამკურნალო თვისებებით.
ბაზილიკის ბუნებრივი ანტისეპტიკური თვისებების კომბინაცია თუთიის ოქსიდთან და ქლორჰექსიდინთან უზრუნველყოფს საიმედო ანტიბაქტერიულ დაცვას.
ალოე ვერას, გვირილის და კალენდულას კომპლექსი ეფექტურად ამშვიდებს კანს და აქრობს უსიამოვნო შეგრძნებებს.
პანთენოლს გააჩნია ძლიერი რეგენერაციული თვისება, ხელს უწყობს ეპიდერმისის სწრაფ აღდგენას,
აზიური ცენტელა, ინტენსიურად ატენიანებს კანს ღრმა შრეების დონეზე
დოზირება და გამოყენების წესი:
მხოლოდ გარეგანი გამოყენებისათვის.
მოზრდილები და ბავშვები:
ყოველი გამოყენების წინ საჭიროა კანის გაწმენდა და გაშრობა. წაისვით თხელი ფენა ერთხელ ან 2-ჯერ დღეში დაზიანებულ მიდამოზე. მგრძნობიარე კანის მქონე პირებისთვის რეკომენდებულია კრემის ერთხელ დღეში, ძილის წინ გამოყენება.
უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა აქტიური სუბსტანციის ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.
რეკომენდაცია გამოყენებისათვის:
დამწვრობა, ნაწოლები.
ტროფიკული წყლული.
ჰერპესი.
ნახეთქები (ანალური).
კანის სიმშრალის მკურნალობა და პროფილაქტიკა.
დერმატიტი, ალერგიული დერმატოზი.
კანის ცუდად შეხორცებადი ტრანსპლანტანტები.
კანის სხივური დაზიანება,ასევე იცავს კანს მზისა და ულტრა იისფერი სხივებისაგან.
პოსტ-ოპერაციული ჭრილობები და შრამები.
აბსცესები, ფურუნკულოზი.
ლაქტაციის პერიოდში ძუძუს დვრილების ნახეთქებისა და სხვა ანთებითი პროცესებისას.
ვარგისობის ვადა:
3 წელი გამოშვების თარიღიდან.
უსაფრთხოების სპეციალური ზომები შენახვისას:
ინახება გრილ და მშრალ ადგილას, არა უმეტეს 25 °C ტემპერატურაზე. არ გაყინოთ.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
კონტეინერის შემცველობა და შემადგენლობა:
35 მლ კრემი სილიკონის ტუბში, 1 ტუბი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
უტილიზაციის უსაფრთხოების სპეციალური ზომები:
არ არსებობს სპეციალური მოთხოვნები.
მწარმოებლის დასახელება და მისამართი:
EMAMI LTD Kolkata-700107, India
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
ბორო პლუსი მსუბუქი კრემი 25მლ
აფთიაქის შეძენის პირობები: III ჯგუფი. გაიცემა რეცეპტის გარეშე
წარმოების ფორმა: კრემი
პაკეტი: № 1
დოზა: 35 მლ
მომხმარებლის ჯგუფი: მამაკაცი, ქალი, ბავშვი
ბორო პლიუსის, მსუბუქი, ანტისეპტიკური და არაწებოვანი კრემი, უზრუნველყოფს 24 საათიან დატენიანებას. გამდიდრებულია ხილის წყლით, შეიცავს E ვიტამინს და სუპერ +10 მწვანილს.
- აიურვედული კრემი განკუთვნილია ყველა სეზონისთვის
- მისი გამოყენება შესაძლებელია ყოველდღიურად
- განკუთვნილია ყველა ტიპის კანისთვის
- განკუთვნილია როგორც ქალებისთვის, ასევე მამაკაცებისთვის
გამოყენების ინსტრუქცია:
დაიტანეთ ხელზე, სახეზე და ტანზე
ბორო პლიუსი ანტიბაქტერიული საპონი 100გრ
აფთიაქის შეძენის პირობები: გაიცემა რეცეპტის გარეშე.
პაკეტი: № 1
დოზა: 100გრ
მომხმარებლის ჯგუფი: მამაკაცი, ქალი, ბავშვი
მცენარეული კომპონენტებისგან შემდგარი უნიკალური ფორმულა, რომელიც ანიჭებს კანს სირბილეს და სისუფთავებს მთელი დღის განმავლობაში. იცავს კანს ინფექციებისაგან და დაბინძურებისგან.
მცენარე ნიმი – იცავს კანს დაინფიცირებისაგან
ალოე – ატენიანებს და კვებავს კანს
კურკუმა – აუმჯობესებს კანის სტრუქტურას
Vetiveria zizanioides – მადეზადორებელი მცენარეა
ბაზილიკო – გამოირჩევა ანტისეპტიკური თვისებებით და აქვს სასაიმოვნო სურნელი
შემადგენლობა:
ოქტადექსანის მჟავა, ჰექსადეკანის მჟავა, ლაურინის მჟავა, მირისტინის მჟავა, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, პარფუმი, ტიტანიუმ დიოქსიდი, წითელი ლილია, ტრიკლოზანი, სანდალის ხე, ბაზილიკო, ნიმი, ალოე, ვეტივერა, კურკუმა, ძირტკბილა, თინოლოლი, C S X(4,4 მეორადი დისტეარილ ბიფენილი).
ძირითადი კომპონენეტები:
ალოეს შემადგენლობაში შედის 18 ამინომჟავა 22 დან, მათ შორის 8 შეუცვლელი ამინომჟავა.ის საშენი მასალაა. ტეხასის ლაბორატორიის კვლევებმა ცხადყო, რომ ალოე ხელს უწყობს უჯრედების განახლებას და 6-8 ჯერ უფრო სწრაფად ხდება დაზიანებული უჯრედების განახლება. ალოე ხელს უწყობს კოლაგენის წარმოქმნას. აუცილებელია ჭრილობების და დამწვრობის დროს. ალოეში შემავალი პროტეოლიზური ფერმენტები შლიან მკვდარ უჯრედებს, ამიტომაც ალოეს აქვს საოცარი კოსმეტიკური ეფექტი. აფერხებს კანის დაბერების პროცესს და ნაოჭების წარმოქმნას.
გამოყენების წესი:
გაისაპნეთ კანი და 2-3 წუთიანი დაყოვნების შემდგომ კარგად ჩამოიბანეთ.
მიმოხილვები
მიმოხილვები ჯერ არ არის.