კონფიდენციალურობის პოლიტიკა
2024 წელი
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „გლობალ ცბს“ (შემდგომში – კომპანია);
საიდენტიფიკაციო ნომერი: 402011327;
იურიდიული მისამართი: საქართველო, ქალაქი თბილისი, ნაძალადევის რაიონი, დ.
გურამიშვილის გამზ., N 62, სართული 3, საოფისე ფართი;
რეგისტრაციის თარიღი: 06 მარტი, 2015 წელი.
დოკუმენტის მიზანი
შპს „გლობალ ცბსთვის“, როგორც პასუხისმგებლიანი კომპანიისთვის, მნიშვნელოვანია პერსონალურ მონაცემთა მაღალი ხარისხით დაცვა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ასევე მონაცემთა დამუშავების პროცესის საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.
წინამდებარე დოკუმენტის მიზანია, აღწეროს კომპანიაში მიმდინარე პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესი.
თქვენს პერსონალურ მონაცემებს ვამუშავებთ საქართველოს კონსტიტუციის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, სხვა შესაბამისი ეროვნული საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტებისა და საერთაშორისო სტანდარტების/აქტების მოთხოვნების შესაბამისად.
თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ჩვენ ვიცავთ შემდეგ პრინციპებს:
ა) მონაცემებს ვამუშავებთ კანონიერად, სამართლიანად, გამჭვირვალედ და თქვენი ღირსების შეულახავად;
ბ) მონაცემებს ვაგროვებთ/მოვიპოვებთ მხოლოდ კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული და ლეგიტიმური მიზნებისთვის;
გ) მონაცემებს ვამუშავებთ მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად;
დ) ჩვენ მიერ დამუშავებული მონაცემები არის ნამდვილი, ზუსტი და, საჭიროების შემთხვევაში, განახლებული. არაზუსტ მონაცემებს ვასწორებთ, ვშლით ან ვანადგურებთ გაუმართლებელი დაყოვნების გარეშე;
ე) მონაცემებს ვინახავთ მხოლოდ იმ ვადით, რომელიც აუცილებელია მონაცემთა დამუშავების შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად. იმ მიზნის მიღწევის შემდეგ, რომლისთვისაც მუშავდება მონაცემები, ისინი იშლება, განადგურდება ან ინახება დეპერსონალიზებული ფორმით, გარდა კანონით დადგენილი შემთხვევებისა.
ვ) მონაცემების უსაფრთხოების დაცვის მიზნით მონაცემთა დამუშავებისას მიღებული გვაქვს ისეთი ტექნიკური და ორგანიზაციული ზომები, რომლებიც სათანადოდ უზრუნველყოფს თქვენი მონაცემების დაცვას.
ჩვენ თქვენს მონაცემებს ვამუშავებთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:
ა) თავად თქვენ მოგვცემთ ნებართვას დავამუშაოთ თქვენი პერსონალური მონაცემი;
ბ) მონაცემთა დამუშავება აუცილებელია თქვენთან დადებული გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად ან თქვენი მოთხოვნით გარიგების დასადებად;
გ) მონაცემთა დამუშავება გათვალისწინებულია კანონით;
დ) მონაცემთა დამუშავება საჭიროა კომპანიის მიერ საქართველოს კანონმდებლობით მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად;
ე) კანონის თანახმად, მონაცემი საჯაროდ ხელმისაწვდომია ან თქვენ იგი თავად გახადეთ საჯაროდ ხელმისაწვდომი;
ვ) მონაცემთა დამუშავება აუცილებელია ჩვენი ან მესამე პირის მნიშვნელოვანი ლეგიტიმური ინტერესების დასაცავად, გარდა იმ შემთხვევისა, თუ არსებობს თქვენი (მათ შორის, არასრულწლოვანის) უფლებების დაცვის აღმატებული ინტერესი;
ზ) მონაცემთა დამუშავება აუცილებელია თქვენი განცხადების განსახილველად (მისთვის მომსახურების გასაწევად);
თ) “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა შემთხვევების დროს.
ჩვენ საქმიანობის განხორციელებისას ვაგროვებთ და ვამუშავებთ შემდეგ პერსონალურ მონაცემებს:
ჩვენ, შესაძლოა, მომავალში, კანონდებლობით დადგენილი წესითა და საფუძვლით, შევაგროვოთ და დავამუშაოთ სხვა პერსონალური მონაცემი, მათ შორის, IP მისამართი და ქუქი ფაილები და ასეთ შემთხვევაში, შესაბამისი ცვლილებები აისახება წინამდებარე დოკუმენტში.
ჩვენ, არასრულწლოვანის შესახებ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს, ვამუშავებთ მხოლოდ შრომითი ურთიერთობების ჭრილში, ჩვენი თანამშრომლების მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებითა თუ კომპანიის შინაგანაწესით განსაზღვრული სარგებლის მიღების მიზნით, არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით.
წყაროები, საიდანაც მოვიპოვებთ მონაცემებს და როგორ ვიცავთ მოპოვებულ მონაცემებს
ჩვენ თქვენს პერსონალურ მონაცემებს ვიღებთ, როდესაც:
ჩვენ ვახორციელებთ ვიდეომონიტორინგს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ კანონის საფუძველზე შემუშავებული „ვიდეომონიტორინგის განხორციელების წესის“ შესაბამისად.
ჩვენ, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, უფლება გვაქვს თქვენი პერსონალური მონაცემები შევაგროვოთ როგორც უშუალოდ თქვენგან, ისე სხვა წყაროებიდან. თუმცა, ორივე შემთხვევაში, ვალდებულება გვეკისრება, რომ ამის თაობაზე მოვახდინოთ თქვენი ინფორმირება, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
ჩვენთან მიღებულია სათანადო ტექნიკური და ორგანიზაციული ზომები, თქვენი მონაცემების კანონიერად დამუშავების უზრუნველსაყოფად. ასევე ჩვენ მიღებული გვაქვს ორგანიზაციული და ტექნიკური ზომები ელექტრონულად და ფიზიკურად არსებული მონაცემების კონფიდენციალურობის, მთლიანობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად.
თქვენი უფლებები
თქვენ უფლება გაქვთ:
ჩვენ, შესაძლებელია, კონკრეტული დავალების შესასრულებლად, თქვენი პერსონალური მონაცემები გავუზიაროთ მესამე მხარეს, იმ შემთხვევაში, როდესაც კომპანია, ძირითადი საქმიანობის ფარგლებში, იყენებს მესამე მხარეების, სხვა პროვაიდერების მომსახურებას. მაგალითად:
ჩვენ მესამე პირებს პერსონალურ მონაცემებს გადავცემთ მხოლოდ სამართლებრივი აქტის ან ხელშეკრულების საფუძველზე, სადაც განსაზღვრულია მონაცემთა დამუშავების საფუძვლები და მიზნები, დასამუშავებელ მონაცემთა კატეგორიები, მონაცემთა დამუშავების ვადა და დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისა და დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის უფლებები და ვალდებულებები.
კომპანია არ ახდენს თქვენი მონაცემების საერთაშორისო გადაცემას.
ჩვენ პერსონალურ მონაცემებს ვინახავთ:
საკითხები, რომელსაც არ მოიცავს წინამდებარე პოლიტიკის დოკუმენტი, რეგულირდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.
ამასთან, კომპანიაში მოქმედებს “პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა”, რომლის სრული ვერსია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: www.shop.cbs.ge/privacy-policy
როგორ დაგვიკავშირდეთ
იმ შემთხვევაში, თუ გსურთ კანონმდებლობითა და წინამდებარე დოკუმენტით თქვენთვის მონიჭებული უფლებების რეალიზება, შეგიძლიათ მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, მისამართზე: irakli@cbs.ge ან სამუშო საათებში გვეწვიოთ/თქვენი განცხადება დაგვიტოვოთ კომპანიაში (მის: თბილისი, გურამიშვილის გამზირი #62) პირადად ან წარმომადგნელის მეშვეობით. ამასთან, გაითვალისწინეთ, იმისათვის, რათა დავრწმუნდეთ, რომ მონაცემებს დამდვილად მონაცემთა სუბიექტს ან მის უფლებამოსილ პირს ვუზიარებთ, განცხადებას თან უნდა ახლდეს პირადობის მოწმობის ასლი (როდესაც განცხადებას თავად თქვენ წერთ) ან მინდობილობა და პირადობის მოწმობის ასლი (როდესაც განცხადებას თქვენ მიერ უფლებამოსილი პირი წერს).
გარდა ზემოაღნიშნულისა, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ტელეფონის ნომერზე:
+032 247 54 44