2018 წლის 17 ნოემბერს შპს “გლობალ ცბს”-ს ეგიდით ჩატარდა კაჭრეთის ამბასადორში საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა ინოვაციურ ორალურ დეზინტეგრირებადი სტრიპების წარდგენას საქართველოში. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო 200-მდე წამყვანმა პროფესიონალმა ექიმა, ასევე მოწვეულნი იყვნენ ODS-ის და ინოვაციური ტექნოლოგიების მწარმოებელი კომპანია ZIM LABORATORIES-დან, კონფერენციაში ყველა მონაწილეს გადაეცა შესაბამისი სერტიფიკატი
1.
ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური კლინიკის კარდიოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი
მედიცინის დოქტორი ბატონი მამუკა ქობალავა.
მოხსენების დასახელება:
არტერიული ჰიპერტენზიის მართვის გაიდლაინი. TELZISART 40 / TELZISART H 80 – ანგიოტენზინის რეცეფტორების ინჰიბიტორი
არჩევის პრეპარატი არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობაში
2.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ნერვულ სნეულაბათა პროპედევტიკისა და ტოპიკური დიაგნოსტიკის მიმართულების ასისტენტ პროფესორი
მედიცინის დოქტორი ქალბატონი მარინე ქორთუშვილი.
მოხსენების დასახელება:
ალგიურ-რეფლექტორული სინდრომების დიაგნოსტიკა და მართვა. სამკურანო საშუალება ACEFLEX – TH არჩევის რიგის პრეპარატი
3.
დერმატოლოგიისა და ვენეროლოგიის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი; საქართველოს დერმატოვენეროლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი;
პროფესორი გიორგი გალდავა
მოხსენების დასახელება:
ერექციული დისფუნქცია, გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის ასპექტები. ZIMAGRA – ODS 50 (სილდენაფილი 50 მგ №10) არჩევის პრეპარატი, ინოვაციური ოროდისპერსირებადი სტრიპები