მიიღეთ 30% ფასდაკლება და უფასო მიტანა 99 ლარზე ზემოთ! გამოიყენეთ კოდი: CBS30 ყიდვისას!
მიიღეთ 30% ფასდაკლება და უფასო მიტანა 99 ლარზე ზემოთ! გამოიყენეთ კოდი: CBS30 ყიდვისას!

Rebacto

ა არის ცისტიტი?

ისტიტი შარდის ბუშტის კედლის (უმთავრესად – მისი ლორწოვანი გარსის) ინფექციურ-ანთებითი პროცესია. იგი გვხვდება ორივე სქესისა და ყველა ასაკის ადამიანებთან, უმთავრესად ქალებთან, რაც მათი შარდსასქესო ორგანოების ანატომიური და ფიზიოლოგიური თავისებურებებით აიხსნება. კერძოდ, მოკლე საშარდე მილით და ამ უკანასკნელის გარეთა ხვრელის სიახლოვით საშოსა და სწორ ნაწლავთან. მამაკაცებში ცისტიტი იშვიათია. მათთან ის უმეტესად წინამდებარე ჯირკვალში, სათესლე ჯირკვლებსა და საშარდე მილში მიმდინარე ანთებით პროცესთანაა დაკავშირებული.

რა იწვევს ცისტიტს?

როგორც წესი, მას ბაქტერიული ინფექცია იწვევს, ყველაზე ხშირად კი ნაწლავური ჩხირი (E. coli). ის, ჩვეულებრივ, კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ბინადრობს, მაგრამ შეუძლია შეაღწიოს შარდის ბუშტში და ანთება გამოიწვიოს.

ცისტიტის ნიშნები:

მწვავე ცისტიტი, ჩვეულებრივ, უცბად ვითარდება გაციებიდან ან სხვა მაპროვოცირებელი ფაქტორების ზემოქმედებიდან რამდენიმე საათში.

ცისტიტზე შეიძლება მიგვანიშნებდეს:

  • ხშირი შარდვა
  • ტკივილი ან წვის შეგრძნება შარდვის დროს (დიზურია)
  • მუქი, მღვრიე ან/და სისხლიანი შარდი
  • მუცლის ქვედა ნაწილის ან მენჯის ტკივილი
  • შარდის ბუშტის არასრულად დაცლის შეგრძნება
  • მსუბუქი ცხელება (ზოგიერთ შემთხვევაში)

პრევენციის გზები

ცისტიტის პრევენცია ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მისი დროული მკურნალობა. ცისტიტის განვითარების რისკის შესამცირებლად ექიმის ძირითადი რჩევები ამგვარია:

 შეინარჩუნეთ ჰიდრატაცია დღის განმავლობაში საკმარისი რაოდენობის წყლის  დალევით

  • მოშარდეთ რეგულარულად და ყოველ ჯერზე სრულად დაცალეთ შარდის ბუშტი
  • ტუალეტის გამოყენების შემდეგ საწმენდი საშუალება გამოიყენეთ წინიდან უკან, რათა ბაქტერიები არ გადავიდეს ანუსიდან ურეთრაში
  • მოერიდეთ უხეშ საპონს ან სხვა პოტენციურ გამღიზიანებლის გამოყენებას სასქესო ორგანოზე

ატარეთ ნატურალური ბოჭკოებისგან დამზადებული თავისუფალი, სუნთქვადი საცვალი

ებაქტო!-უნიკალური კომბინაცია შარდ-სასქესო ინფექციების საპრევენციოდ და სამკურნალოდ.

D-მანოზა (D-mannose)

  • ნივთიერების სახელწოდება მომდინარეობს ებრაული სიტყვიდან “მანა”, ანუ საკვები გადამრჩენელი. დიდი რაოდენობით მანოზას შეიცავს მანას ნაცრის ხე. ამ ხის წვენი ჰაერში სწრაფად მკვრივდება და წვრილმარცვლებად იქცევა. ახლო აღმოსავლეთში ამ მარცვლეულს ახლა “მანანს” ეძახიან და საკვებად იყენებენ.
  • ქიმიური სტრუქტურის მიხედვით მანოზა გლუკოზის ერთ-ერთი ფორმაა. ბუნებაში მანოზა გვხვდება როგორც d-იზომერი, ამიტომ მას დ-მანოზას უწოდებენ.გლუკოზისგან განსხვავებით, D-მანოზა (D-mannose), მაღალი კონცენტრაციით ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაშიც კი, არ გროვდება ორგანიზმში და არ მოქმედებს ნახშირწყლების ცვლაზე. იგი გამოიყოფა ორგანიზმიდან უცვლელი სახით შარდით.
  • სისხლში D-მანოზის კონცენტრაციის ხანგრძლივი დაქვეითება იწვევს არა მხოლოდ უჯრედული რეცეპტორების და უჯრედული სტრუქტურების, არამედ იმუნური ორგანოების ნახშირწყლების ნაწილის სინთეზის დარღვევას.
  • მცირდება ორგანიზმის დამცავი ფუნქციები უცხო მიკროორგანიზმების შეღწევისა და პათოლოგიური უჯრედების წარმოქმნის წინააღმდეგ.
  • ამრიგად, ორგანიზმში D-მანოზის ნაკლებობა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ხელს უწყობს შაქრიანი დიაბეტის, სიმსუქნის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებს და, საბოლოოდ, იმუნოდეფიციტის მდგომარეობას.
  • კვლევის შედეგების მიხედვით, D- მანოზას დანამატის სახით მიღება იწვევს ნახშირწყლების მეტაბოლიზმის ნორმალიზებას და უჯრედებში ყველა ბიოქიმიური პროცესის თანდათანობით რეგენერაციას.
  • D-მანოზას აქვს დაბალი გლიკემიური ინდექსი, არ არღვევს სისხლში შაქრის ბალანსს და უსაფრთხოა დიაბეტით დაავადებულთათვის.
  • თანამედროვე მეცნიერული მონაცემები ადასტურებს D- მანოზასა და გლუკოზის დონეს შორის შებრუნებული კორელაციის არსებობას დიაბეტის მქონე პაციენტებში.
  • D-მანოზის დამცავი ეფექტი ვლინდება, როდესაც მისი კონცენტრაცია შარდში 0,1%-ზე მეტია. ხოლო თუ D-მანოზის შემცველობა 2,5%-ზე მეტი ხდება, მაშინ ბაქტერიები შარდის ბუშტის კედლებს ვერ მიამაგრებიან.
  • დიდი ხნის განმავლობაში D-მანოზის სასურველი კონცენტრაციისთვის საკმარისი ხილისა და კენკრის მიღება პრობლემურია.
  • სწორედ ამიტომ, მთელ მსოფლიოში იწარმოება ბიოლოგიურად აქტიური დანამატები D-mannose-ით.
  • D-მანოზა უკავშირდება ბაქტერიების ფიმბრიებს, რის გამოც ისინი ვეღარ ემაგრებიან შარდის ბუშტის კედლებს.
  • ეს “ასოცირებული” ბაქტერიები გამოიდევნება ორგანიზმიდან შარდით ზიანის მიყენების გარეშე.
  • კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ D-მანოზის რეგულარული მიღება ხელს უშლის ბაქტერიული ცისტიტის გამწვავებას და თუ ეს მოხდა, ის უფრო მსუბუქია და სწრაფად ალაგებადი.
  • ასევე არსებობს კვლევები, რომლებმაც აჩვენეს, რომ თუ იყენებთ D-მანოზას ანტიბიოტიკების მიღებისას, როგორც კომპლექსური თერაპიის ნაწილს, ეს საშუალებას გაძლევთ სწრაფად შეაჩეროთ ცისტიტი ან გადაიყვანოთ იგი უფრო მსუბუქ ფორმაში. ეფექტურია D-მანოზის მიღება შტოშის ექსტრაქტთან ერთად.
  • ფარმაკოლოგიური თვისებები
  • შტოშში შემავალი პროანტოციანიდინები აფერხებს Escherichia coli-ს P ფიმბრიების  ექსპრესიას, რითაც ხელს უშლის  ამ ბაქტერიის ადჰეზიას შარდსასქესო სისტემის ეპითელიუმზე.
  • არღვევს Staphylococcus aureus-ის და შარდსასქესო სისტემის ეპითელიუმს შორის ლიგანდ-რეცეპტორულ კავშირს. შედეგად ხდება ბაქტერიული ინფექციის განვითარების პრევენცია.  
  • ანტიოქსიდაციური – შტოშში შემავალი პროანტოციანიდინები თავისუფალი რადიკალების შებოჭვის უნარით E ვიტამინზე ძლიერია.
  •  პროანტოციანიდინების მიღებისას პლაზმის ანტიოქსიდაციური მაჩვენებელი ბევრად აღემატება იმავე მაჩვენებელს C ვიტამინის მიღებისას. შედეგად ხდება ოქსიდაციური სტრესით გამოწვეული დარღვევების პრევენცია და მკურნალობა.
  •  ნეფროპროტექცია – ანტიოქსიდაციური ეფექტის გამო შეუძლია ინფექციით გამოწვეული თირკმლის ოქსიდაციური დაზიანების პრევენცია. ზრდის შარდმჟავას და ოქსალის მჟავას გამოყოფას.
  • სიმიდის ულვაშის ექსტრაქტი – ხელს უწყობს საშარდე გზებიდან წვრილი ქვების
  • გამოდევნას, აქვს შარდმდენი და ანტისპაზმური მოქმედება.

Post Article

Rebacto

November 23, 2024

LipoGlu

November 23, 2024