შემადგენელი კომპონენტების მოქმედება:
შტოშის ექსტრაქტი შეიცავს ბიოფლავანოიდებს, პროანტოციანიდინებს, ტრიტერპენოიდებს, C და B ჯგუფის ვიტამინებს, PP ვიტამინს, მიკროელემენტებს: ნატრიუმი, კალციუმი, კალიუმი, ფოსფორი, რკინა, მანგანუმი, კობალტი, სპილენძი, თუთია. შტოშის ექსტრაქტი ხელს უშლის პათოგენური მიკროორგანიზმების გამრავლებას ურეთრასა და შარდის ბუშტში და მათ ადჰეზიას საშარდე გზების ეპითელიუმზე. შეუძლია შეცვალოს შარდის PH ისე, რომ შექმნას ბაქტერიების გამრავლებისთვის არახელსაყრელი გარემო.
შტოშს აქვს ანტიბაქტერიული მოქმედება, განსაკუთრებით აქტიურია E.coli-ის მიმართ. შტოშს ასევე ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტური, ანტიკანცეროგენული მოქმედება. შტოში აუმჯობესებს თირკმლის ფუნქციას და ზრდის დიურეზს. აქვს ასევე სპაზმოლიზური მოქმედება.
ჰიბისკუსის ექსტრაქტი არის ორგანული მჟავების, ვიტამინების, პოლისაქარიდების, ბიოფლავონოიდების წყარო, რომელსაც აქვს ბაქტერიოსტატიკური ეფექტი შარდსასქესო ტრაქტის პათოგენების უმეტესობაზე. (Staphylococcus spp., Streptococcus spp., Enterococcus faecalis, Escherichia coli, Enterobacter spp. Candida spp.). მას აქვს ანთების საწინააღმდეგო, დეკონგესტანტური თვისებები, ავლენს ადჰეზიურ ეფექტს, რაც შეუძლებელს ხდის მიკროორგანიზმების საშარდე გზების კედლებზე შეწებებას, მათ განვითარებას და გამრავლებას. ხელს უშლის დიზურიული მოვლენების განვითარებას.
სიმიდის ექსტრაქტი ხელს უწყობს საშარდე გზებიდან წვრილი ქვების გამოდევნას, აქვს შარდმდენი და ანტისპაზმური მოქმედება.
D-მანოზა – ნახშირწყალია, რომელიც წარმატებით გამოიყენება უროგენიტალური ტრაქტის ინფექციების პრევენციისა და მკურნალობისთვის, განსაკუთრებით რეციდივებისას,
D-მანოზა შეიცავს პროტეინების ჯაჭვებს, რომლებიც უკავშირდება და ბოჭავს უროპათოგენურ ბაქტერიებს და უზრუნველყოფს მათ ელიმინაციას. მრავალმა კვლევამ, რომლებიც ჩატარებულია D- მანოზაზე, აჩვენა, რომ აღნიშნული სუბსტანცია ამცირებს ისეთი პათოგენური მიკრობების ადჰეზიას საშარდე გზების ეპითელიუმზე, როგორებიც არის:Escherichia coli, Pseudomona aeruginosa, Streptococcus zooepidermicus და უზრუნველყოფს აღნიშნული ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციების ელიმინაციას. D-მანოზა ხელს უწყობს საშარდე გზების ინფექციების (მაგ: ცისტიტის) რეციდივების პრევენციას და აძლიერებს ანტიბიოტიკების ეფექტს.
გამოყენების რეკომენდაცია :
• შარდსასქესო გზების ინფექციების პრევენცია და როგორც დამხმარე საშუალება (ურეთრიტი, ცისტიტი,
პიელონეფრიტი, პროსტატიტი, ვულვიტი, ვაგინიტი)
• საშარდე გზების ინფექციურ-ანთებითი დაავადებები ორსულობის პერიოდში: ბაქტერიურია, პროტეინურია
• მწვავე და ქრონიკული პიელონეფრიტი (კომპლექსური მკურნალობა), საშარდე გზების ინფექციების რეციდივი
• საშარდე გზების გაურთულებელი ინფექციები, ანტიბიოტიკთერაპიასთან კომპლექსში
• უროლითიაზი (პროფილაქტიკა, კომპლექსური მკურნალობა), დარტყმითტალღოვანი ლითოტრიფისის შემდგომი პერიოდი. დიაბეტური ნეფროპათია.
დოზირება:
1 კაფსულა 2-ჯერ დღეში, საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად.
ხანგრძლივობა 2-4 კვირა. ექიმის რეკომენდაციით.
გაფრთხილებები: არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.
საკვები დანამატები არ შეიძლება გამოყენებულ იქნას დაბალანსებული კვების შემცვლელად.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, მშრალ, მზისგან დაცულ ადგილას.
Reviews
There are no reviews yet.