მენოპაუზინ ფორტე
შეაჩერე კლიმაქტერული სინდრომის გამოვლინებები
არაჰორმონალური, კომბინირებული საშუალება კლიმაქტერული სინდრომის სიმპტომების სამკურნალოდ.
სოიოს იზოფლავონოიდები – წარმოადგენენ მცენარეულ ესტროგენებს, რომლებიც ქიმიური სტრუქტურით იდენტურია ქალის ორგანიზმში გამომუშავებული ესტრადიოლის. სინთეზური ესტროგენისგან განსხვავებით გამოირჩევა გვერდითი ეფექტების არარსებობით, იგი კარგად აიტანება და უსაფრთხოა იმ სიმპტომების პროფილაკტიკისა და კმურნალობისთვის, რომელთაც ადგილი აქვთ მენოპაუზის პერიოდში ქალის ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონალური ცვლილებებისას.
სვიის გირჩების ექსტრაქტი – ახასიათებს ნეიროტროპული მოქმედება, არეგულირებს ცენტრალური ნერვიული სისტმის ფუნქციონირებას, შეიცავს ლუპულინს, ორგანულ მჟავებს, ქოლინს და ვიტამინებს, გააჩნია დამამშვიდებელი, ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.
აშვაგანდას ექსტრაქტი – ძლიერი ადაპტოგენია, რომელიც ეხმარება ორგანიზმს სტრესულ სიტუაციებთან ადაპტირებაში. ნერვულ სისტემაზე აქვს მატონიზირებელი ეფექტი.
კალციუმი და ვიტამინ D – ხელს უწყობს მენოპაუზის დროს განვითარებული დეფიციტის შევსებას და ოსტეოპოროზის პრევენციას.
ვიტამინ E – ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ანტიოქსიდანტია, რომელიც იცავს ორგანიზმს ოქსიდაციური სტრესისგან, ამცირებს კაპილარების განვლადობას და სიმყიფეს, ხელს უშლის კანის დაბერების პროცესს.
ფოლიუმის მჟავა (ვიტამინ B9) – წყალში ხსნადი ვიტამინია, რომელიც აუცილებელია სისხლწარმოქმნისა და ნერვული სისტემისთვის. ფოლიუმის მჟავა პასუხისმგებელია ორგანიზმში უჯრედულ დონეზე მიმდინარე უმნიშვნელოვანეს პროცესებზე, როგორბიც არის დნმ-ის სინთეზი, უჯრედების დაყოფა და ზრდა, ერითროციტების წარმოქმნა.
რეკომენდაცია გამოყენებისთვის:
კლიმაქტერული პერიოდის თანმხლები ფიზიკური და ნეიროვეგეტატური მოშლილობების სამკურნალო საშუალება.
შემადგენლობა: – 1 ტაბლეტი
სოიოს იზოფლავანოიდები – 60 მგ
სვიის გირჩების ექსტრაქტი – 50 მგ
აშვაგანდა KSM-66 ექსტრაქტი – 50 მგ
კალციუმი – 400 მგ
ვიტამინ D – 10 მკგ
ვიტამინ E – 12 მგ
ვიტამინ B6 – 1,4 მგ
ფოლიუმის მჟავა – 400 მკგ
დოზირება:
1 ტაბლეტი 1-ჯერ დღეში, ჭამის შმდეგ.
Reviews
There are no reviews yet.