მიიღეთ 30% ფასდაკლება და უფასო მიტანა 99 ლარზე ზემოთ! გამოიყენეთ კოდი: CBS30 ყიდვისას!
მიიღეთ 30% ფასდაკლება და უფასო მიტანა 99 ლარზე ზემოთ! გამოიყენეთ კოდი: CBS30 ყიდვისას!

ჰიპოკალემია და მისი გამომწვევი მიზეზები

კალიუმი, ისევე როგორც სხვა მინერალები, მნიშვნელოვანია ჩვენი ორგანიზმისათვის. კალიუმი აუცილებელია შინაგანი ორგანოების ნორმალური ფუნქციონირებისა და სიცოცხლის გახანგრძლივებისათვის, ყოველდღიურად ცოცხალი ორგანიზმისათვის საჭიროა 2.5-5.0 გრამი კალიუმი (დოზირება დამოკიდებულია ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ცხოვრების წესზე, საკვებ რაციონზე, ფიზიკურ დატვირთვაზე და ა.შ.) კალიუმის ნორმალური დონის შენარჩუნება ორგანიზმს იცავს ისეთი საშიში დაავადებებისა და გართულებებისაგან, როგორიცაა  მაღალი არტერიული წნევა, ინსულტი, კუნთოვანი მასის განლევა, ძვლის მინერალური სიმკვრივის დაქვეითება, შარდ-კენჭოვანი დაავადების ჩამოყალიბება. ასევე მნიშვნოლოვანია მისი როლი ორგანიზმში წყალ-მარილოვანი ბალანსის, მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის შენარჩუნებისათვის და გულის ნორმალური ფუნქციონირებისათვის.

ჰიპოკალემია სისხლში კალიუმის დაბალი შემცველობაა 

მისი გამომწვევი ძირითადი მიზეზებია: ორგანიზმის მიერ კალიუმის კარგვა-პირებინება, დიარეა (ფაღარათი), ჰიპერგლიკემია, ჰიპერალდოსტერონიზმი, მეტაბოლური ალკალოზი, დიურეტიკების (შარდმდენების) და საგულე გლიკოზიდების მიღება. ასევე ჰიპოკალიემიის მიზეზი შეიძლება გახდეს არაბალანსირებული, არარაციონალური კვება (არასწორი დიეტები, შიმშილი).

ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმში დაახლოებით 40-45 მმოლი/კგ კალიუმია. აქედან, მის ძირითად ნაწილს (90%)  შეიცავს უჯრედები, 8% -ძვლოვანი ქსოვილი, ხოლო დარჩენილ 2%-ს უჯრედშორისი სითხეები.

კალიუმის შემცველობა სისხლში (ნორმა):

ჰიპოკალემიის სიმპტომები

ძირითადი სიმპტომები, რაც მიანიშნებს, რომ თქვენს ორგანიზმს კალიუმი აკლია, ეს არის:

 – ადვილად დაღლა, ხშირი ოფლიანობა, ზოგადი სისუსტე, ძილიანობა;

 – მაღალი არტერიული წნევა;

 – სისუსტე ქვემო კიდურების კუნთებში, წვივის კუნთების სპაზმი;

 – ხშირი შარდვა და ძლიერი წყურვილი;

 – გულისცემის უმიზეზო აჩაქარება;

 – ფეხების დაბუჟება, ნემსისმაგვარი ჩხვლეტების შეგრძნება წვივის კუნთებში;

 – აპათია, დეპრესიულობა, ადვილად გაღიზიანებადობა;

 – გულისრევა, ღებინება (კუჭ-ნაჭლავის ტრაქტის  ფუნქციის დარღვევა), იშვიათად ვლინდება ნაწლავთა დინამიური გაუვალობა;

 – კალიუმის ღრმა დეფიციტის შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს გულის რითმის დარღვევა – პარკუჭოვანი ექსტრასისტოლები. 

 – როდესაც კალიუმის დონე სისხლში 2მმოლ/ლ-ზე დაბალია, ჩნდება კუნთების პარეზისა და კუნთოვანი უჯრედების რღვევის (რაბდომიოლიზი) რისკი.

სისხლის პლაზმაში კალიუმის დეფიციტის გამოსათვლელი ფორმულა:

კალიუმის დეფიციტი (მმოლი/ლ)=(კალიუმის ნორმის მაჩვენებელი-კალიუმის რეალური მაჩვენებელი სისხლის პლაზმაში) X 0.2 X სხეულის მასაზე

1 მმოლი კალიუმი = 39.1 მგ კალიუმს

მკურნალობა

პირველადი სიმპტომების გამოვლენისთანავე, აუცილებელია კალიუმის დეფიციტის მიზეზის გამოვლენა, დეფიციტის განსაზღვრა და კალიუმის შემცველი პრეპარატის მიღება (რადგან სწრაფად მოხდეს კალიუმის დეფიციტის შევსება). 

მკურნალობის პერიოდში ასევე რეკომენდებულია კალიუმით მდიდარი საკვების მიღება: კარტოფილი, ბანანი, ქიშმიში, კივი, გარგარი, ბროკოლი, თეთრი ლობიო, თევზეული, თხილელული, მწვანილი, ბოსტნეული.

კალიუმის შემცველი სამკურნალო პრეპარატებიდან გთავაზობთ პოტასს.

პოტასი

კალიუმის შემცველი ბიოაქტიური დანამატი, მეტაბოლური პროცესების გამაუმჯობესებელი საშუალებაა.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:   

კალიუმის ციტრატი 416 მგ N60 ტაბლეტი

პოტასში შემავალი კალიუმის ციტრატი წარმოადგენს კალიუმის მაღალაბსორბირებად ფორმას. 

პოტასი და გულსისხლძარღვთა სისტემა.

პოტასი აუმჯობესებს მიოკარდიუმის მეტაბოლიზმს, ახდენს გულის რითმის ნორმალიზაციას, ამცირებს საგულე გლიკოზიდების ტოქსიურ ეფექტს, აუმჯობესებს გულის კუნთის კუმშვადობას, იცავს კორონარულ სისხლძარღვებს ათეროსკლეროზისაგან, ამცირებს არტერიულ წნევას, პოტასი არეგულირებს სისხლის PH-რეაქციას, ასევე ოსმოსურ წნევას, ხელს უწყობს ზედმეტი სითხის გამოყოფას და ამცირებს შეშუპებას, ქრონიკულ დაღლილობას, ზრდის ფიზიკური დატვირთვისადმი ტოლერანტობას, ამცირებს ორსულობის შეწყვეტის რისკს, ხელს უწყობს კანისა და ლორწოვანის რეგენერაციას, მონაწილეობს ნახშირწყლოვან და ცილოვან ცვლაში.

ჩვენებები:

 – კალიუმის ნაკლებობის  პროფილაქტიკა და მკურნალობა  შარდთან ერთად დიდი რაოდენობით კალიუმის დაკარგვის შედეგად;

 – კორტიკოსტეროიდების მაღალი დოზით ხანგრძლივი მკურნალობა;

 – პირველადი და მეორადი ჰიპერალდოსტერონიზმი;

 – სხვადასხვა გენეზის ჰიპოკალემია, მათ შორის ღებინებით, დიარეით   განპირობებული;

 – საფაღარათო საშუალებების ხანგრძლივი გამოყენება;

 – გულის უკმარისობა (კომპლექსურ თერაპიაში);

 – მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი (კომპლექსურ თერაპიაში);

 – გულის რითმის დარღვევა, პარკუჭოვანი ექსტრასისტოლია;

 – დიურეტიკების გამოყენებისას;

 – პაროქსიზმული მიალგია;

მიღების წესი და დოზირება:

1-2 ტაბლეტი დღეში,  საკვების მიღების შემდეგ.

Post Article

Rebacto

December 27, 2024

LipoGlu

December 27, 2024