მიიღეთ 30% ფასდაკლება და უფასო მიტანა 99 ლარზე ზემოთ! გამოიყენეთ კოდი: CBS30 ყიდვისას!
მიიღეთ 30% ფასდაკლება და უფასო მიტანა 99 ლარზე ზემოთ! გამოიყენეთ კოდი: CBS30 ყიდვისას!

იმუნური მხარდაჭერა – სეზონური ინფექციების დროს!

რესპირატორული ჯანმრთელობა შემოდგომა ზამთრის პერიოდში ყველაზე საყურადღებო და აქტუალური ხდება,რადგან უამრავი ბაქტერია და ვირუსი ცირკულირებს გარემოში. გარდა ამისა ადამიანები, რომლებსაც ფილტვების ქრონიკული დაავადებები აღენიშნებათ იზრდება რისკი სეზონური ინფექციების განვითარების, რაც შესაძლოა  ძირითადი დაავადების გართულების მიზეზი გახდეს.

რატომ იზრდება რისკი სეზონურად და რა უწყობს ხელს გავრცელებას, ასევე რა შეიძლება იყოს პრევენციის პოტენციური სტრატეგია, რაც თავიდან აგვაცილებს რესპირატორულ ავადობას?

სეზონური ცვლილებების გარდა, სეზონური ინფექციების – გაციება, გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებების ზრდასა  და გავრცელებას ხელს უწყობს რამდენიმე ფაქტორი:

  • ადამიანის აქტივობა: ჩვენი ქცევა იცვლება სეზონებთან ერთად, ცივ თვეებში ჩვენ მეტ დროს ვატარებთ შენობაში სხვებთან ახლოს, რაც ზრდის ვირუსის გავრცელების რისკს.
  • იმუნური სისტემის ფუნქცია: კვლევებმა აჩვენა, რომ ჩვენი იმუნური სისტემა შეიძლება განიცდიდეს სეზონურ ცვალებადობას, გარკვეული იმუნური უჯრედები უფრო აქტიური ხდება კონკრეტულ სეზონზე.
  • D ვიტამინის დონე: D ვიტამინი, რომელიც წარმოიქმნება ჩვენი კანის მიერ მზის სხივების ზემოქმედების დროს, მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნურ ფუნქციაში. ზამთარში მზისადმი  ნაკლებმა ექსპოზიციამ შეიძლება გამოიწვიოს D ვიტამინის დეფიციტი, რაც პოტენციურად ასუსტებს ჩვენს იმუნურ სისტემას.
  • მელატონინის დონე: მელატონინი, ჰორმონი, რომელიც არეგულირებს ძილ-ღვიძილის ციკლებს, ასევე გავლენას ახდენს ჩვენს იმუნურ სისტემაზე. მისი დონე იცვლება სეზონური ცვლილებებით.
  • იცვლება პათოგენის ვირულენტობა გარკვეულ პირობებში, როგორიცაა დაბალი ტემპერატურა ან დაბალი ტენიანობა

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ შეგვიძლია სრულად აღმოვფხვრათ სეზონური ინფექციების რისკი, ჩვენ შეგვიძლია გადავდგათ ნაბიჯები ჩვენი იმუნური სისტემის გასაძლიერებლად და  ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვით,შევინარჩუნოთ იმუნური ჯანმრთელობა მთელი წლის განმავლობაში. ჰიგიენური ნორმების ზედმიწევნით დაცვისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების გარდა  ვირუსული

ინფექციების გავრცელების პერიოდში მნიშვნელოვანია, ისეთი სამკურნალო საშუალებების გამოყენება,რომლებიც ზრდიან სასუნთქი გზების მდგრადობას სხვადასხვა ბაქტერიული და ვირუსული ინფექციების მიმართ

რთულია შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა სუსტი იმუნური სისტემით!!!

ზრუნვა იმუნიტეტზე მნიშვნელოვანია აქტიურ სეზონამდე – იმუნური პასუხის გასაძლიერებლად.რა დროსაც  აქტუალური ხდება იმუნომოდულატორების ჩართვა  სა­სუნ­თქი გზე­ბის ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის საპრო­ფი­ლაქ­ტი­კოდ.

ფარმაცევტული კომპანია Global “CBS” გთავაზობთ ევროპული წარმოების იმუნური სისტემის გამაძლიერებელ საშუალებას,რომელიც გამოირჩევა:

  • შემადგენლობით
  • ხარისხით და ეფექტურობით
  • მკურნალობის კურსის კომფორტულობით
  • ხელმისაწვდომობით

იმუნოფიქსი

ანტივირუსული,ანტიბაქტერიული იმუნომოდულატორი

1 კაფსულა შეიცავს:

Streptococcus pneumoniae       1mg

Klebsiella pneumoniae               1mg

Staphylococcus aureus               1mg

Streptococcus pyogenes             1mg

Haemophilus influenzae             1mg

Propionibacterium acnes           1mg

Bovine colostrum                        50mg

Beta Glucan                                 100mg

ფორმულა, რომელიც კომბინირებულია იმუნური სისტემის მხარდასაჭერად  და შექმნილია ბაქტერიული ლიზატების, უნიკალური კოლოსტრუმის და ბეტა გლუკანის კომბინაციით- იმუნოფიქსს სამივე კომპონენტი ერთად,როგორც იმუნური სისტემის გამაძლიერებელ საშუალებას, მკაფიო და ფართო იმუნომოდულატორულ მოქმედებას ანიჭებს

კერძოდ:

*გაძლიერებული იმუნური პასუხი: იმუნური სისტემის სხვადასხვა ნაწილის სტიმულირებით, ამ კომბინაციამ შეიძლება უზრუნველყოს უფრო ყოვლისმომცველი და ძლიერი იმუნური პასუხი.

* შემცირებული ანთება: ბეტა-გლუკანი და კოლოსტრუმი ხელს უწყობს ანთების შემცირებას, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს ინფექციების სიმძიმის შემცირებას.

* ფართო სპექტრის შემოტევისგან ორგანიზმის დაცვა: კომბინაცია  უზრუნველყოფს  ბაქტერიები, ვირუსები და სოკოების საწინააღმდეგო მოქმედებას.

ბაქტერიული ლიზატები პერსპექტიული საშუალებაა ვირუსული ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლაში.

ეს საინტერესოა

ბაქტერიული ლიზატები ინაქტივირებული ბაქტერიული ფრაგმენტებია, რომლებიც იწვევენ რბილ იმუნურ პასუხს. ეს პასუხი ეხმარება იმუნურ სისტემას, უფრო ეფექტურად ამოიცნოს და ებრძოლოს ინფექციების გამომწვევ აგენტებს- განსაკუთრებით ზედა და ქვედა სასუნთქი გზების  ყველაზე გავრცელებული პათოგენებით გამოწვეულ ინფექციებს.

კოლოსტრუმი – იგივე „თხევადი ოქრო“
კოლსტრუმის მიღება ნიშნავს – იმუნურ სისტემას საბრძოლო მასალა მივაწოდოთ და დაცვის პირველი ხაზი გავაძლიეროთ!

  • კოლოსტრუმი – მდიდარია ანტისხეულებით;
  • კოლოსტრუმი შეიცავს ლაქტოფერინს – ცილას, რომელიც ყველაზე მაღალი კონცენტრაციით გვხვდება კოლოსტრუმში, შეფასებეულია  როგორც ბუნებრივი იმუნმოდულატორი
  • კოლოსტრუმი – შეიცავს სხვა ბიოაქტიურ ნივთიერებებს, რომლებიც ხელს უწყობენ  იმუნური სისტემის გაძლიერებას და ინფექციებისგან დაცვას;
  • კოლოსტრუმი – ხელს უწყობს ნაწლავის ჯანსაღი მიკრობიომის ჩამოყალიბებას.

ბეტა გლუკანი -იმუნური უჯრედების გააქტიურება,ფაგოციტოზის გაძლიერება და ადაპტაციური იმუნური პასუხის სტიმულირება,რაც ეხმარება ორგანიზმს ინფექციებთან უფრო ეფექტურად ბრძოლაში.

ადამიანები,რომლებიც ირჩევენ იმუნოფიქსს,შედეგად იღებენ:

  • გაწვრთნილ იმუნიტეტს;
  • ინფექციების რისკის შემცირებას;
  • კლინიკური სურათის  გაუმჯობესებას;
  • გართულებების  პრევენციას.

იმუნოფიქსი

დოზირება და მიღების წესი:

12 წელი და მოზრდილები: 1 კაფსულა  დღეში ერთხელ 10 დღე, შემდეგ 20 დღე შესვენება 20 დღიანი ინტერვალებით 30 დღე უნდა იქნეს გამოყენებული.

გამოშვების ფორმა: კაფსულა N 10

მწარმოებელი: დანია

#Immune support

#GlobalCBShealthcare Shop.cbs.ge

Post Article

Rebacto

December 22, 2024

LipoGlu

December 22, 2024