მიიღეთ 30% ფასდაკლება და უფასო მიტანა 99 ლარზე ზემოთ! გამოიყენეთ კოდი: CBS30 ყიდვისას!
მიიღეთ 30% ფასდაკლება და უფასო მიტანა 99 ლარზე ზემოთ! გამოიყენეთ კოდი: CBS30 ყიდვისას!

იპოვინ ფორტე

ადამიანის ჯანმრთელობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ღირებული მდგომარეობაა ცხოვრებაში, რაც გავლენას ახდენს მის ფიზიკურ, გონებრივ და ემოციურ კეთილდღეობაზე. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია მიიღოთ ზომები ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად, სანამ ავად გახდებით და ყური უგდო შენს ორგანიზმს, დაავადებების თავიდან ასაცილებლად.

ყოველწლიური ჯანმრთელობის „check up“-ი  არის  თითოეული ჩვენგანის პრევენციული მედიცინისადმი თანამედროვე მიდგომა, რომელიც ჩვენს პირად ექიმს საშუალებას აძლევს შეაფასოს ჩვენი ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა და გამოავლინოს ნებისმიერი პოტენციური პრობლემა.

იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე და იბედნიერეთ მასთან ერთად!

ზრუნვა საკუთარ კეთილდღეობაზე, იწყება  ორგანიზმის ჯანმრთელობიდან, შესაბამისად, გაწერეთ პერსონალური გეგმა თქვენი ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად და ავადმყოფობის თავიდან ასაცილებლად,  რომ შეძლოთ:

  • იცხოვროთ უფრო დიდხანს
  • გქონდეთ უკეთესი ცხოვრების ხარისხი
  • შეამციროთ ქრონიკული დაავადებების რისკი
  • დაზოგოთ ფული ჯანდაცვის ხარჯებზე

ყოველდღიურ რეჟიმში ადამიანების  ჯანმრთელობის კეთილდღეობაში წვლილის შეტანის თვალსაზრისით,  საკვები დანამატების მიღებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. საუბარია,  ცხიმოვანი მჟავების და ვიტამინების მიღების მნიშვნელობაზე, რომლებიც ანტიოქსიდანტური თვისებებით გამოირჩევიან და ფართო თერაპიულ სარგებელს იღებენ ადამიანები ყველა სისტემის დონეზე.

სწორედ ასეთი ზრუნვის ერთ-ერთ საშუალებას  წარმოადგენს საკვები დანამატი, უნიკალური კომბინაცია, რომელზეც  დღეს ჩვენს ბლოგში ვისაუბრებთ…

იპოვინ ფორტე / IPOVIN FORTE

მაღალტექნოლოგიურად მიღებული ცხიმოვანი მჟავების,  E და A ვიტამინების კომბინაცია, რომელიც აბსოლუტურად შეესაბამება სლოგანს:

„სრულყოფილი ჯანმრთელობა ხანგრძლივი ცხოვრების საწინდარია

რა არის ომეგა 6  და რა დადებითი გავლენა აქვს ადამიანის ჯანმრთელობაზე?

ომეგა -6 ცხიმოვანი მჟავები აუცილებელია ჯანსაღი გულის, ფილტვებისა და სისხლძარღვებისთვის. ომეგა 6   გვხვდება ბევრ საკვებში, განსაკუთრებით მცენარეულ ზეთებში, თესლებში და თხილში. ჩვენს ორგანიზმს არ შეუძლია ომეგა -6-ის გამომუშავება, ამიტომ ისინი უნდა მივიღოთ საკვები რაციონიდან ან დანამატის სახით. ექსპერტები გვირჩევენ, მივიღოთ დღიური კალორიების 5-10% ომეგა -6 ცხიმებისგან, ანუ საშუალოდ 11-დან 22 გრამამდე ,ის  ეხმარება ორგანიზმს უჯრედულ დონეზე:

  • ომეგა -6 ცხიმოვანი მჟავები უჯრედის მემბრანების სასიცოცხლო მნიშვნელობის ნაწილია, რაც ხელს უწყობს მათ სტრუქტურის მთლიანობას და უჯრედებს შორის ურთიერთქმედების მხარდაჭერას.
  • ომეგა -6 ცხიმოვანი მჟავები ხელს უწყობს უჯრედების სწორ ფუნქციონირებას მთელ სხეულში.  
  • კვლევებით დგინდება კავშირი ლინოლეინის მჟავას მიღებასა და ქოლესტერინის შემცირებას შორის ,რაც ათეროსკლეროზის განვითარების შემაფერხებელ ფაქტორს წარმოადგენს.

ომეგა 6პოტენციური ანთების საწინააღმდეგო თვისებები

კვლევებმა აჩვენა, რომ ჩვენი ორგანიზმი გარდაქმნის ლინოლეინის მჟავას გამა-ლინოლეინის მჟავას (GLA)  ნაერთად, რომელსაც შეუძლია ებრძოლოს ანთებას. მიუხედავად იმისა, რომ ანთება არის სხეულის ჯანსაღი პასუხი, მას შეუძლია დროთა განმავლობაში ხელი შეუწყოს ქრონიკულ ანთებით დაავადებების ჩამოყალიბებას. მაგალითად ართრიტი..

მეცნიერები აგრძელებენ ამ ეფექტის- ანთების მკურნალობის პოტენციალის შესწავლას, მაგრამ ნებისმიერი კავშირი ეყრდნობა კარგად დაბალანსებულ დიეტას. ომეგა -6-ების ანთების საწინააღმდეგო ფორმებად გადაქცევისთვის, ჩვენს ორგანიზმს სჭირდება საკმარისი საკვები ნივთიერებები, როგორიცაა მაგნიუმი და თუთია და ვიტამინები C, E, A,  B3 და B6.

E ვიტამინი –  უძლიერესი ანტიოქსიდანტია, იცავს უჯრედებს თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისაგან, მონაწილეობს ქსოვილოვან სუნთქვასა და მეტაბოლიზმში, აჩქარებს რეგენერაციულ პროცესებს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, აინჰიბირებს ქოლესტერინის სინთეზსს, აუმჯობესებს რეპროდუქციულ ფუნქციას, აფერხებს  უჯრედების  დაბერების პროცესს

A ვიტამინი –  მნიშვნელოვანია კანის დაბერების, აკნეს, აივ/შიდსის, კატარაქტის, თვალის სიმშრალის  და ღამის მხედველობის სიმახვილის გასაუმჯობელებლად,ინფექციების და მრავალი სხვა მდგომარეობის დროს.

რას იწვევს ომეგა 6-ის და ვიტამინი E-ს ნაკლებობა ჩვენს ორგანიზმში ?

ომეგა 6 – ნაკლებობა იწვევს იმუნური სისტემის დარღვევას, მხედველობის პრობლემებს, ქოლესტერინის დონის აწევას, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებს, კანისა და მისი დანამატების (თმა,ფრჩხილი) დაზიანებას, გამონაყარის და ალერგიული რეაქციების გამოვლენას, ჰორმონალურ დისბალანსს

  • ვიტამინი E – ნაკლებობა იწვევს კანის სიმშრალეს, გახევებას და მის ნაადრევ დაბერებას
  • მხედველობის გაუარესებას
  • რეპროდუქციული ფუნქციის დაქვეითებას,კუნთების სისუსტეს,დარღვევებს ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ.

იპოვინ ფორტეს ფართო თერაპიული სარგებელი განისაზღვრება მისი შემადგენლობით:

თითოეული რბილი ჟელატინის კაფსულა შეიცავს:

  • ომეგა 6  (γ ლინოლენის მჟავა)
  • E ვიტამინი  
  • A ვიტამინი

იპოვინ ფორტეში არსებული ომეგა -6 ცხიმოვანი მჟავას წყაროს მცენარეული ზეთი წარმოადგენს – ფურისულას ზეთი, რომელიც მიღებულია Oenothera biennis L, თესლიგან,  γ -ლინოლენის მჟავას  სახით, იგივე  ომეგა -6 ცხიმოვანი მჟავა.

რატომ უნდა გამოვარჩიოთ იპოვინ ფორტე, რა სარგებელს უნდა ველოდოთ მისი მიღებისას?

  • იპოვინ ფორტე -ზღუდავს უჯრედების დაზიანებას, რაც ავადობის შემცირებისა  და ქრონიკული დაავადებების შემთხვევაში  გართულებების თავიდან აცილებას უზრუნველყოფს;
  • იპოვინ ფორტე – აფერხებს თრომბების და ქოლესტერინული ფოლაქების წარმოქმნას და ხელს უწყობს მათ გაწოვას;
  • იპოვინ ფორტე – აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირებას.
  • იპოვინ  ფორტე – ხელს უწყობს ნერვული იმპულსების გადაცემას, შედეგად აუმჯობესებს თავის ტვინის მუშაობას;
  • იპოვინ ფორტე – არეგულირებს ჰორმონალურ დისბალანსს;
  • იპოვინ ფორტე – აუმჯობესებს მეტაბოლიზმს;
  • იპოვინ ფორტე – ხელს უწყობს თვალის ნორმალურ ფუნქციონირებას;
  • იპოვინ ფორტე – აუმჯობესებს კანის, თმის და ფრჩხილების სტრუქტურას.
  • იპოვინ ფორტე – აღადგენს კანის ელასტიურობას და ამცირებს დაბერების პროცესს.

იპოვინ ფორტე  – მას შეუძლია მოგცეთ ის სუპერძალა, რასაც ჰქვია

  • უფრო ძლიერი იმუნიტეტი
  • ჯანმრთელი მხედველობა
  • უფრო მეტი სილამაზე კანი, თმა და ფრჩხილები

იპოვინ ფორტე მიიღება: 1 კაფსულა 1-2 ჯერ დღეში.

იპოვინ ფორტე წარმოადგენს 100 %-ით ნატურალურ, მაღალტექნოლოგიურად  მიღებულ საკვებ დანამატს

Post Article

LipoGlu

November 14, 2024

destresi/DESTRESS

November 14, 2024