N14 საშეტი
უნივერსალური კომბინაცია თქვენი ჯანმრთელობისათვის
ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში ცხოვრება ადამიანის ერთ-ერთი ძირითადი უფლებაა, თუმცა დღევანდელ სიტუაციაში, გაზრდილი სტრესის, არაჯანსაღი საკვების, დაბინძურებული გარემოსა და გაზრდილი ულტრაიისფერი გამოსხივების პირობებში, ჯანმრთელობის შენარჩუნება რთულია. სწორედ ამიტომ, ცხოვრების ჯანსაღ წესთან ერთად გვიწევს ისეთი კომბინირებული ბიოლოგიურად აქტიური დანამატების გამოყენება, რომლებიც ერთდროულად ზრდიან იმუნიტეტს და შესაბამისად, ზრდიან ადამიანის ორგანიზმის გამძლეობას არახელსაყრელი გარემო პირობების მიმართ და მეორეს მხრივ, აუმჯობესებენ სხვადასხვა ორგანოთა სისტემების – ნერვული, გულ-სისხლძარღვთა, საჭმლის მომნელებელი, ენდოკრინული, რეპროდუქციული სისტემების ფუნქციონირებას. სწორედ ასეთი პროდუქტია არგიქიუ, რომელიც შეიცავს L-არგინინს, კოენზიმს Q10 – ს და ხუთი რიბონუკლეოტიდის ნარევს.
შემადგენლობა:
L -არგინინი | 3000 მგ |
კოენზიმ Q 10 | 200 მგ |
რიბოქეა (ნუკლეოტიდების ნარევი)5 AMP 5 CMP 5 UMP 5 IMP 5 GMP | 150 მგ30 მგ30 მგ30 მგ30 მგ30 მგ |
სოპორა (sophora d.e.)რომელთაგან ლუთეოლინი | 100 მგ20 მგ |
ამინომჟავა L -არგინინი პირობითად შეუცვლელი ამინომჟავაა, ორგანიზმში ის სინთეზირდება ენდოგენურად, ან ხვდება საკვებთან ერთად. იგი აუცილებელი ამინომჟავაა ცილებისა და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების სინთეზისათვის.
ორგანიზმში L-არგინინი გარდაიქმნება აზოტის ოქსიდად (NO), რომელიც ძლიერი პერიფერიული ვაზოდილატატორია – აფართოვებს სისხლძარღვებს და აუმჯობესებს ქსოვილების ოქსიგენაციას, ამცირებს თრომბოციტების აგრეგაციას, აუმჯობესებს ინსულინის სეკრეციას, ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში და ხელს უწყობს ათეროსკლეროზის პრევენციას, აუმჯობესებს მღვიმოვანი სხეულის სისხლმომარაგებას და ერექციას, ზრდის ლიბიდოს, აუმჯობესებს სპერმის რაოდენობრივ და ხარისხობრივ მაჩვენებლებს, აუმჯობესებს საკვერცხეებისა და საშვილოსნოს სისხლის მიმოქცევას, ასტიმულირებს ზრდის ჰორმონის სინთეზს, ზრდის კოგნიტურ ფუნქციას.
კოენზიმ Q10 ძლიერი ანტიოქსიდანტი და ბუნებრივი იმუნომოდულატორია, იგი მონაწილეობს ATF -ის სინთეზში, აძლიერებს ნივთიერებათა ცვლას განსაკუთრებით მიოკარდიუმისა და ჩონჩხის კუნთების უჯრედებში, არეგულირებს არტერიულ წნევას, უზრუნველყოფს მიოკარდიუმს ენერგიით და ამცირებს ინფარქტის განვითარების რისკს.
რიბოქეა – 5 ნუკლეოტიდის უნიკალური და დაბალანსებული ნარევია, რომელიც მონაწილეობს ცილების სინთეზში, ენერგეტიკულ ცვლაში და ხელს უწყობს უჯრედებში მიმდინარე პროცესების ნორმალურ ფუნქციონირებას. შესაბამისად, ეს ნუკლეოტიდების ნარევი ხელს უწყობს კუნთოვანი ქსოვილის ნორმალურ განვითარებას, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, იმუნური და ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.
ლუთეოლინი ფლავანოიდია, რომლის რეგულარული მიღება დადებითად აისახება ცნს-ზე. ლუთეოლინს გააჩნია ანტიოქსიდანტური და ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება, აუმჯობესებს კოგნიტურ ფუნქციას;
არგიქიუს გამოყენება:
მიიღეთ 1 საშეტი (გახსნილი 1 ჭიქა წყალში) დღეში ერთხელ.
დამზადებულია გლობალ ცბს თვის Erbozeta S.p.A. მიერ
shop.cbs.ge