ქოლეკარდი
ლიპიდური ცვლის მაკორეგირებელი უნიკალური ბუნებრივი კომპლექსი
ქოლეკარდი არის ბიოლოგიურად აქტიური დანამატი, რომელიც შეიცავს მონაკოლინ K, მიღებულს ფერმენტირებული წითელი ბრინჯისგან, რომელიც ხელს უწყობს სისხლში ქოლესტერინის ნორმალური დონის შენარჩუნებას.
ინგრედიენტები: ფერმენტირებული წითელი ბრინჯი, (Monascus purpureus, მიღებული საფუარა სოკოს და Oryza sativa L., თესლის ფერმენტაციით) სტანდარტიზებული 3% მონაკოლინ K, Olea europaea L. da Vitis vinifera L. ხილის ნარევი, მალტოდექსტრინი, ლიმონმჟავა ფხვნილი, მიკროკრისტალური ცელულოზა, CoQ10, მალტოდექსტრინი, სილიციუმის დიოქსიდი, მცენარეული მაგნიუმის სტეარატი.
ინგრედიენტები | დღიური დოზა |
ფერმენტირებული წითელი ბრინჯი ექვივალენტური მონაკოლინ K |
334 მგ
10 მგ |
CoQ10 | 20 მგ |
მონაკოლინ K ბუნებრივი წარმოშობის ფიტოსტატინია, რომელიც მიიღება წითელი საფუარიანი ბრინჯისგან. კუჭ-ნაწლავის ტრაქტში აბსორბირდება არააქტიური ლაქტონის სახით, ხოლო შემდეგ განიცდის ჰიდროლიზს β-ჰიდროქსი მჟავას თერაპიულ აქტიურ ფორმამდე. ისევე როგორც სხვა სტატინები იგი წარმოადგენს ფერმენტ HMG CoA- რედუქტაზას ( კატალიზატორი) სელექტიურ ინჰიბიტორს: თრგუნავს ქოლესტეროლის ბიოსინთეზის პირველ საფეხურს, კერძოდ 3-ჰიდროქსი-3-მეთილ გლუტარილ კოენზიმ A-ს გარდაქმნას მევალონატად. ეს უკანასკნელი კი წარმოადგენს სტეროლების, მათ შორის, ქოლესტეროლის წინამორბედს. ქოლესტეროლის ენდოგენური სინთეზის ინჰიბირების გზით მონაკოლინი K განაპირობებს საერთო ქოლესტეროლის, დაბალი (LDL-C) და ძალიან დაბალი სიმკვრივის (VLDL-C ) ლიპოპროტეინებთან შეკავშირებული ქოლესტეოლის კონცენტრაციის შემცირებას. აგრეთვე ამცირებს პლაზმაში ტრიგლიცერიდების ((TG) კონცენტრაციას და ზომიერად ზრდის მაღალი სიმკვრივის (HDL-C) ლიპოპროტეინებთან შეკავშირებულ ქოლესტეროლის კონცენტრაციას. აგრეთვე, ღვიძლის უჯრედების ზედაპირზე LDL-რეცეპტორების რაოდენობის გაზრდის ხარჯზე, იწვევს LDL-ის შებოჭვისა და კატაბოლიზმის გაძლიერებას.
რეკომენდაცია გამოყენებისათვის:
- პირველადი ჰიპერქოლესტერინემია დიეტოთერაპიის არაეფექტურობის შემთხვევაში;
- დისლიპიდემია, კომბინირებული ჰიპერქოლესტერინემია და ჰიპერტრიგლიცერიდემია;
- ჰეტეროზიგოტური და ჰომოზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემია;
- მეტაბოლური სინდრომი;
- ქოლეკარდის გამოყენება რეკომედებულია შაქრიანი დიაბეტი ტიპი II -ის დროს, დამხმარე თერაპიის სახით.
- სინთეზური სტატინების „აუტანლობა“ (მათ მიღებასთან დაკავშირებული მიალგია; მიოპათია, რაბდომიოლიზი, კუჭ-ნაწლავის მხრივ პრობლემები).
გაფრთხილებები:
არ გამოიყენოთ ორსულობის, ლაქტაციის პერიოდში, ასევე არ გამოიყენოთ ქოლესტერინის დამწევ პრეპარატებთან ერთად. მნიშვნელოვანი ეფექტი მიიღწევა ფერმენტირებული წითელი ბრინჯისგან მიღებული 10 მგ მონაკოლინ K მიღებისას. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. საკვები დანამატი არ არის განკუთვნილი მრავალფეროვანი და ბალანსირებული საკვების და ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩასანაცვლებლად.
შეინახეთ გრილ და მშრალ ადგილზე, მოარიდეთ სითბოს.
მიღების წესი:
1 ტაბლეტი საღამოს საკვების მიღების შემდეგ.
მკურნალობა ტარდება სათანადო დიეტის ფონზე. თერაპიული ეფექტი აღინიშნება რამოდენიმე კვირის შემდეგ. მაქსიმალური თერაპიული ეფექტი- მკურნალობიდან 4-6 კვირის განმავლობაში.
უკუჩვენება:
ინდივიდუალური აუტანლობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ. ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში ინიშნება ექიმის კონსულტაციით. არ არის რეკომენდებული პრეპარატის მიღება 5 წლამდე ასაკის ბავშვებში.
შეფუთვა: 30 ტაბლეტი
ვარგისიანობის ვადა: არ გამოიყენოთ პროდუქტი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც არის მითითებული კოლოფზე და რჩება ინტაქტური კოლოფის სწირად შენახვის შემთხვევაში.
მიმოხილვები
მიმოხილვები ჯერ არ არის.